Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციას ბიურომ მხარი დაუჭირა


პარლამენტის წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე
პარლამენტის წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე

დღეს, 12 ივნისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის, "ევროოპტიმისტების" რეგისტრაციას.

პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს მას შემდეგ მიეცათ, რაც რეგლამენტში ცვლილება შევიდა. შესაბამისი ცვლილებების კანონპროექტიც მათ მიერ იყო ინიციირებული. კანონპროექტის შექმნამდე, ენმ-დან გასვლის შემდეგ, მათ ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ მისცეს.

ცვლილებების თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის დეპუტატებს, თუ იმავე პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით შექმნილია ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი [მინიმუმ ორ დეპუტატს], თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

მანამდე მოქმედი წესით, პოლიტიკური პარტიიდან გამოყოფილ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუკი ისინი არა საარჩევნო ბლოკით, არამედ პარტიის რიგებიდან იყვნენ არჩეული.

დეკანოიძემაც და გოცირიძემაც სხვადასხვა დროს, მას შემდეგ დატოვეს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რაც მისი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

XS
SM
MD
LG