Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: განადგურებულია რუსეთის მიერ წუხელ გამოყენებული ყველა რაკეტა და დრონი


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან შეუტიეს ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ ისროლა შავ ზღვაში მყოფი წყალქვეშა ნავიდან. ირანული წარმოების 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების სამხრეთის და აღმოსავლეთის სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში მოქმედმა საჰაერო თავდაცვამ ყველა რუსული რაკეტა და დრონი გაანადგურა. გენერალური შტაბი კონკრეტულ რაიონებს არ ასახელებს.

ოდესის და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 4 რუსული რაკეტა „კალიბრი“ ოდესის ოლქში გაანადგურეს, ხოლო 4 უპილოტო საფრენი აპარატი - დნეპროპეტროვსკის ოლქში. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG