Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება იყო


რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელებით გაავრცელეს ფოტო, რომელიც მათი ინფორმაციით, ასახავს სარაკეტო დარტყმის ადგილს ჩონგარის ხიდზე
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელებით გაავრცელეს ფოტო, რომელიც მათი ინფორმაციით, ასახავს სარაკეტო დარტყმის ადგილს ჩონგარის ხიდზე

უკრაინის არმიამ დარტყმა განახორციელა ჩონგარის ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს და ხერსონის ოლქს. ამის შესახებ დღეს დილით განაცხადეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.

ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, წუხანდელი დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებმაც საბრძოლო მასალის სახეობა უნდა დაადგინონ.

უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი ვლადიმირ სალდო აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ბრიტანული რაკეტები Storm Shadow. ამასთან, სალდოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა ერთ ხიდზე, არამედ „ჩონგარის მახლობლად მდებარე ხიდებზე“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჩონგარის ხიდის აფეთქების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

  • 2022 წლის ივლისში, უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში, სარაკეტო დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანტონოვკის ხიდი.
  • 2022 წლის ოქტომბერში, აფეთქება მოხდა ქერჩის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს.
XS
SM
MD
LG