Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვიდან თვითმფრინავის ბილეთები სრულად გაიყიდა, მათ შორის, თბილისისკენ


გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა, „ვაგნერის“ სამხედროების დედაქალაქთან მიახლოებასთან ერთად.

„ჩვენმა კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევმა დაათვალიერა ავიაბილეთები და გაარკვია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი“, - წერს გამოცემა.

მოსკოვის უსაფრთხოების ძალები, როგორც ჩანს, ემზადებიან „ვაგნერის“ დაქირავებულებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. Reuters-ის ცნობით, რუსულმა გაზეთმა „ვედემოსტიმ“ რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთში პოლიციის პოზიციების ფოტოები გამოაქვეყნა

თბილისში უკვე გაისმა მოწოდებები, დაიკეტოს საზღვარი რუსეთთან. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით“.

23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.

XS
SM
MD
LG