Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა და კიდევ უფრო მიუახლოვდა საჩემპიონო ბრძოლას


ილია თოფურია
ილია თოფურია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ქვემსუბუქი წონის მეცხრე ნომერმა, 26 წლის ილია თოფურიამ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაამარცხა წონის მეხუთე ნომერი, 38 წლის ჯოშ ემეტი.

ჯექსონვილში (აშშ) გამართულ ბრძოლაში თოფურიამ მეტოქეს ხუთივე რაუნდი მოუგო.

როგორც სპორტული გამოცემები წერენ, ბრძოლა ქართველი სპორტსმენის კონტროლით წარიმართა, პირველი და მეორე რაუნდები "მატადორმა" (თოფურიას მეტსახელი) შედარებით ფრთხილად დაიწყო, ამერიკელი კი ძირითადად თავს იცავდა და თოფურიას მძიმე დარტყმებისგან თავის ასარიდებლად ბევრს მოძრაობდა.

მესამე რაუნდში თოფურიამ დიდი უპირატესობა მოიპოვა, მეოთხე რაუნდში კი ბრძოლაზე სრული კონტროლი დაამყარა.

მეხუთე რაუნდი ამერიკელმა აქტიურად დაიწყო, თუმცა რაუნდის შუაში ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის წაქცევა და ბრძოლის წარმატებით დასრულება მოახერხა.

ილია თოფურია, რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს (UFC-ში 6:0, MMA-ში 14:0), ემეტთან გამარჯვების შემდეგ ქვემსუბუქი წონის საუკეთესო ხუთეულის წევრი გახდება, რითაც ის კიდევ უფრო მიუახლოვდება საჩემპიონო ბრძოლას.

XS
SM
MD
LG