გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი 5 ივლისს იაპონიაში ეწვევა ცუნამით განადგურებულ ფუკუშიმის ბირთვულ სადგურს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც სააგენტომ დაადასტურა უსაფრთხოება კამათის საგნად ქცეული გეგმისა, ზღვაში ჩაუშვან დამუშავებული რადიოაქტიური წყალი.
ფუკუშიმაში ჩასვლამდე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი შეხვდა იაპონიის მთავრობის და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, ისევე როგორც ადგილობრივ მერებს და მეთევზეთა კავშირის ხელმძღვანელებს.
გროსის თქმით, სააგენტო წყლის გაშვების მთელი პროცესის განმავლობაში ადგილზე იქნება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროცედურის უსაფრთხოება.