Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსზე - „ოღონდ მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ"


შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასმაბლეაში მონაწილეობის შემდეგ მედიასთან საუბარში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ გააკეთა კომენტარი.

მისი სიტყვებით, ცნობილია, ოპოზიციონერების საუბრების შესახებ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს მართავენ.

მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ. უკვე არასერიოზულია ეს მსჯელობა იმ ფონზე, მითუმეტეს, როდესაც ზეპირად ვიცით, რასაც აკეთებენ ისინი, როდესაც დადიან სხვადასხვა დედაქალაქში, რას საუბრობენ იქ და როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოსთვის სტატუსის მიცემას. ზეპირად ვიცით ყველაფერი, თვითონვე საუბრობენ ამაზე - მიდიან, საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორი ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორი გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი - ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია მოგვცენ და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG