Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შსს-სა და „ალტ-ინფოს“ შორის, - აცხადებს „თბილისი პრაიდი“ 


„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.

„დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს „პრაიდი“ ფეისბუკზე.

„თბილისი პრაიდი“ პრაიდკვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა მათ. თუმცა 8 ივლისს, პრაიდფესტივალის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციისა თუ სპეცრაზმის მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, შეაღწია ფესტივალის ტერიტორიაზე. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. მოძალადეებმა დახიეს ცისარტყელას დროშა და დაარბიეს ინვენტარი. ფესტივალი ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG