Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სამხედრო დამნაშავედ რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქეა ცნობილი


უკრაინაში სამხედრო დამნაშავედ რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქეა ცნობილი. გამამტყუნებელი განაჩენი მათ სასამართლოების მიერ აქვთ გამოტანილი. ეს რიცხვი დაასახელა 15 ივლისს, ტელემარათონის მსვლელობის დროს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.

მისივე ინფორმაციით, ამავე ბრალდებით გამოძიება დასრულებულია 219 პირთან დაკავშირებით და მათი საქმეები გადაცემულია სასამართლოებში.

ამასთანავე, კოსტინი აცხადებს, რომ დადგენილია 368 რუსი სამხედროს ვინაობა, რომლებიც ეჭვმიტანილის სტატუსს ატარებენ:

„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ცოტაა. როდესაც მე ვლაპარაკობ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ უკვირთ და ამბობენ: დაუჯერებელია, რომ ომის დროს თქვენ ამ დანაშაულების დოკუმენტირებას ახდენთ. ჩვენი მხრიდან, ვპასუხობთ: დიახ, ჩვენ თქვენი დახმარებით ვაფიქსირებთ ამ დანაშაულებს და ამასთანავე, ვიძიებთ, საქმეებს გადავცემთ სასამართლოს და ვიღებთ განაჩენებს. იმიტომ რომ ადამიანები ვერ დაელოდებიან სამართალს გაურკვეველი დროით“.

გადაწყვეტილებების უმეტესობა დაუსწრებლადაა გამოტანილი, თუმცა, კოსტინის თქმით, დაზარალებულთათვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ აგრესორის დანაშაული დადასტურებულია.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან (24 თებერვალი, 2022 წელი) დღემდე აღრიცხულია 95 ათასზე მეტი ომის დანაშაული.

XS
SM
MD
LG