Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე დრონებით მორიგი შეტევა იყო


რუსეთის დრონით კიევში 2 აგვისტოს დაზიანებული შენობა
რუსეთის დრონით კიევში 2 აგვისტოს დაზიანებული შენობა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ზედიზედ მერვე იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია. მისი ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს 15-მდე დრონი.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

კიევში საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან კიევში საჰაერო განგაში 820-ჯერ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG