Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW ითხოვს უკრაინის ქალაქზე თავდასხმის გამოძებას, მოაქვს კასეტური იარაღის გამოყენების მტკიცებულება


რუსეთის შეტევის შედეგად განადგურებული მანქანები, უკრაინა, ლიმანი, 2023 წლის 8 ივლისი
რუსეთის შეტევის შედეგად განადგურებული მანქანები, უკრაინა, ლიმანი, 2023 წლის 8 ივლისი

ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) ითხოვს გამოძიებას გასულ თვეში უკრაინის ქალაქ ლიმანზე მიტანილი იერიშისა, რომელსაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ათობით პირი - ორგანიზაცია აცხადებს, რომ თავდასხმაში, როგორც ჩანს, კასეტური იარაღის გამოყენება ამ შემთხვევას შესაძლოა ომის დანაშაულად აქცევდეს.

8 ივლისის შეტევა განხორციელდა ქალაქ ლიმანის საცხოვრებელ არეალში, უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, რომელიც მძიმე ბრძოლების ადგილია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

"ეს თავდასხმა, თუ დადასტურდება, კიდევ ერთხელ აჩენებს რუსეთის არმიის მხრიდან სამოქალაქო პირების და ომის საერთაშორისო იურიდიული შეზღუდვების უგულებელყოფას, ისევე, როგორც იარაღის სასიკვდილო და განურჩეველ გამოყენებას" - ამბობს ორგანიზაციის კრიზისების და კონფლიქტების მიმართულების ხელმძღვანელი, იდა სოიერი, 4 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

HRW-ის თქმით, მისი მკვლევრები ესაუბრნენ იმ დროს ადგილზე მყოფ ადამიანებს და დაადასტურეს შეტევის დროს და მის შემდეგ გადაღებული, ინტერნეტით გავრცელებული 32 ფოტო და ვიდეოჩანაწერი. HRW-მა ეს მტკიცებულებები იმის დასადგენად გამოიყენა, რომ შეტევა განხორციელდა Smerch-ის ტიპის კასეტური რაკეტით, რომელიც შეიცავდა "ფრაგმენტაციის ქვეიარაღს". ორგანიზაცია თვლის, რომ თავდასხმა ომის დანაშაულის კვალიფიკაციით უნდა იქნეს გამოძიებული.

XS
SM
MD
LG