Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ნაწილი ანონსის დადებამდე გაიყიდა


ფეისბუკში გავრცელებული ფოტო
ფეისბუკში გავრცელებული ფოტო

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე საათის წინ ნაადრევად, ანონსის დადების გარეშე დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა სოციალური ქსელების საშუალებით და გულშემატკივართა ნაწილმა ბილეთების ყიდვა შეძლო.

საუბარია "ევრო 2024-ის" ფარგლებში ეროვნულ ნაკრებებს შორის 8 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" გასამართ მატჩზე. ბილეთები გასაყიდად გამოიტანა TKT.ge-მ, რომელთანაც "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია" თანამშრომლობს.

"ჩვენი პრობლემა იყო, ახლა განცხადებას დავდებთ ძალიან მალე", - ამბობს TKT.ge-ის დირექტორი გიორგი ჩუმაშვილი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.

ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მათი მითითების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასე არ მომხდარა.

"რამდენიმე ბილეთია გაყიდული. ამ ადამიანებს ნაყიდი ბილეთები შეუნარჩუნდებათ, დანარჩენი ბილეთების გაყიდვაზე ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას... [გაყიდულია] დაახლოებით 100-მდე ბილეთი", - უთხრეს რადიო თავისუფლებას ფეხბურთის ფედერაციაში.

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ყიდვა ამ დროისთვის [17:10 საათი] შეუძლებელია, შესაძენად საჭირო ბმული აღარ იძებნება TKT.ge-ზე.

XS
SM
MD
LG