Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სოფელი უროჟაინოე გათავისუფლებულად გამოაცხადა


უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან. 12 მაისი, 2023 წელი
უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან. 12 მაისი, 2023 წელი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევის დროს დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.

„უროჟაინოე გაათავისუფლეს. ჩვენი მცველები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაციები გრძელდება", - წერს იგი ტელეგრამის არხზე.

ორშაბათს ანა მალიარმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მახლობლად მდებარე მცირე ტერიტორია დაიბრუნეს.

გასულ შაბათ-კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ უროჟაინოედან უკანდახევა დაიწყო. ამ დასახლებაში რუსული დანაყოფები მდინარის გასწვრივ იყო განლაგებული. ინფორმაციას ომის მხარდამჭერი ბლოგერებიც ავრცელებდნენ.

რუსული ბატალიონის, "ვოსტოკის", ტელეგრამის არხმა 15 აგვისტოს, დილით, გაავრცელა ინფორმაცია უროჟაინოეს დაკარგვის შესახებ.

XS
SM
MD
LG