Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარი ქალის შიშველი ფოტოები მის ახლობლებს გაუგზავნა


ბრალდებულის დაკავების ამსახველი კადრი
ბრალდებულის დაკავების ამსახველი კადრი

დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი, რომელმაც დაშორების შემდეგ მანამდე თანაცხოვრებაში მყოფი ქალის შიშველი ფოტოები მის ახლობლებს გაუგზავნა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ "სქრინებს" კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა", - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

თურქეთის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით.

XS
SM
MD
LG