Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, რკინიგზის ლიანდაგზე, კლდოვანი მასა ჩამოწვა


​დიდუბე-ავჭალის გადასარბენი
​დიდუბე-ავჭალის გადასარბენი

თბილისში, რკინიგზის ​დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, კლდოვანი მასა ჩამოწვა. ლიანდაგი ქსნის ქუჩას მიუყვება, თუმცა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ქვები არ ჩაცვენილა. შემთხვევა დღეს, 17 აგვისტოს, დილით მოხდა.​

ამ მიზეზით დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომისა და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ", - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

ამ ეტაპზე სრულად კვლავ არ არის გაწმენდილი სავალი ნაწილი - მატარებლები გადაადგილდებიან ერთ სარკინიგზო ლიანდაგზე.

XS
SM
MD
LG