Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებi მეორე ტურში ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 84:100.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებi მეორე ტურში ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 84:100.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი მეორე ტურში ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდა, ანგარიშით 84:100. ამ შეხვედრაში მონაწილე გუნდებს ვადაზე ადრე ჰქონდათ დაკარგული მეოთხედფინალში გასვლის თეორიული შანსიც კი და მხოლოდ ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად თამაშობდნენ.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატის დასკვნითი თამაშის წინ ტრავმების გამო გამოაკლდა ორი წამყვანი მოთამაშე: თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, არენაზე არც გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი გასულან. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ რვა ქართველმა მიიღო და მათგან ყველაზე შედეგიანი იყო გოგა ბითაძე, ოცი ქულითა და ექვსი მოხსნით.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მონაწილეობდა და სულ ჩატარებული ხუთი თამაშიდან ორი მოიგო და სამი წააგო. პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა კაბო ვერდესა და ვენესუელის დამარცხებით და სლოვენიასთან წაგებით, მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს თექვსმეტ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი, ავსტრალიასთან შეხვედრამდე გერმანიასთანაც დამარცხდა.

XS
SM
MD
LG