Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში მიმდინარეობს იუნესკოს ყრილობა


მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - სოფიის ტაძარი კიევში. 26 მარტი, 2022 წელი
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - სოფიის ტაძარი კიევში. 26 მარტი, 2022 წელი
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაეროს კულტურის უწყების, იუნესკოს 45-ე ყრილობა იმართება.
შეკრებილებმა 25 სექტემბრამდე უნდა განიხილონ და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭონ კულტურის და ბუნებრივ ძეგლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამჟამინდელ შეხვედრაზე იუნესკომ 50 კანდიდატურიდან უნდა აირჩიოს ძეგლები, რომლებიც სტატუსს მიიღებენ და რომლებსაც დაიცავს.
კანდიდატ ძეგლებს შორის არიან ძეგლები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან, აშშ-დან და მონღოლეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
ადრე იუნესკომ განსაკუთრებული დაცვა დაუწესა უკრაინის 20 კულტურულ ობიექტს, ამ ქვეყანაში რუსეთის აგრესიის გამო. ამ ძეგლებს შორისაა ლვოვის ისტორიული ცენტრი და სოფიის ტაძარი კიევში.
იუნესკოს ორკვირიანი ყრილობა 2022 წლის ივნისში რუსეთში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების გამო შეხვედრა გადაიდო და ახლა ერ-რიადში იმართება.
XS
SM
MD
LG