Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბუდაპეშტსა და პრაღაში საბჭოთა ჯარების შეჭრას უწოდებს "შეცდომას", რომელსაც დასავლეთი იმეორებს


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა კავშირის მხრიდან 1950-იან და 1960-იან წლებში ბუდაპეშტსა და პრაღაში შეჭრას უწოდა შეცდომა. ამით მან გაიმეორა წარსულში გაკეთებული სინანულის განცხადებები ცივი ომის ამ ორი მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ.

პუტინმა ეს 12 სექტემბერს თქვა, ვლადივოსტოკის ეკონომიკურ ფორუმზე. მოდერატორმა მას კითხვა დაუსვა უნგრეთის და ჩეხეთის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომ "საბჭოთა კავშირი კოლონიზატორივით მოიქცა, როცა თავისი ტანკები გაგზავნა პრაღასა და ბუდაპეშტში".

"ჩვენ დიდი ხანია ვაღიარეთ, რომ საბჭოთა პოლიტიკის ეს ელემენტი იყო შეცდომა და მან მხოლოდ დაძაბულობა მოიტანა ურთიერთობებში", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ამ შეცდომას დასავლეთი იმეორებს.

ეს ორი მოვლენა განმსაზღვრელი მნიშვნელობის იყო ცივი ომისთვის, რადგან ამით წარმოჩინდა საბჭოთა კავშირის მზაობა, ძალა გამოეყენებინა, რათა არ დაეშვა სატელიტი ქვეყნების ლიბერალიზაცია ან სხვა ფორმით გადახვევა მოსკოვის ორბიტიდან.

XS
SM
MD
LG