თურქეთმა უვიზო რეჟიმი გაუუქმა ტაჯიკეთის მოქალაქეებს - ეს ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა 6 აპრილს გაავრცელა, გადაწყვეტილების მიზეზების დაზუსტების გარეშე.
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ანკარას დუშანბესთვის ოფიციალურად არ შეუტყობინებია თავის გეგმაზე, გაეუქმებინა უვიზო რეჟიმი, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებდა და ტაჯიკეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევდა თურქეთში ვიზის გარეშე 90 დღის განმავლობაში დარჩენილიყვნენ.