Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

gwp აცხადებს, რომ თბილისის წყალმომარაგება აღდგენილია


თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 16 ივნისს შეუწყდა.
თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 16 ივნისს შეუწყდა.

სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის დაზიანებიდან მეცხრე დღეს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ დედაქალაქში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია.

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 50 ათასზე მეტ ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. ამის მიზეზი იყო წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანება სოფელ წიწამურის მიმდებარედ.

წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG