მოწმე, სანდრო ლოლაძეს ადვოკატი, კახა კოჟორიძე ეკითხება: „იმ ლოკაციებზე, სადაც გადაადგილდებოდა, ხომ არ დაუნახავს აქ მყოფი ბრალდებულებიდან რომელიმე“.
მოწმის თქმით, „ბევრი ხალხი იყო და ვერ გამოარჩევს“. ასევე მას არ გაუგია, რომ „ნივთებს ისროდა ესა და ეს ადამიანი[სახელობიდათ - რ.თ.]".
რა ხდება დარბაზში პოლიციელის დაკითხვის პარალელურურად:
- ზვიად ცეცხლაძე მეგობარს ეუბნება, რომ „ამ კვირაში დაურეკავს“.
- თორნიკე გოშაძე პატარა ბლოკნოტითაა მოსული და კალმით რაღაცებს იწერს.
- კალამი და ბლოკნოტი აქვს ნიკოლოზ ჯავახიშვილსაც, ისიც ინიშნავს, რას ჩვენთვის უცნობია.
- დარბაზი სავსე არაა.
კითხვებს სვამს ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი:
დაზარალებული პოლიციელი ამბობს, რომ „არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა".
პოლიციელი ამბობს, რომ როცა „აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები, იყო მოწოდებები - ესროლეთ".
მოწმე, სანდრო ლოლაძე უდასტურებს პროკურორებს, რომ რუსთაველის გამზირზე იყო ბარიკადები.
„აქციის მონაწილების მხრიდან ნასროლი ქვა მომხდვა... ჩემმა თანამშრომელმა გადამიყვანა სამსახურებრივი მანქანით".
ფორუმი