მოწმეს ხელში აქვს დოკუმენტები. მოსამართლე ეკითხება, რა წერია. თამარ ჭანტურია განმარტავს, რომ ამ დოკუმენტებზე მის სამსახურთან დაკავშირსებული სპეციფიკური დეტალები წერია. თამარ ჭანტურია - 122-ის იურიდიული სამსახურის უფროსია.
დასრულდა სანდრო ლოლაძის დაკითხვა. გამოიძახეს კიდევ ერთი მოწმე, თამარ ჭანტურია.
ის უდასტურებს, შოთა თუთბერიძეს, რომ მის წინ იდგა სპეცრაზმელების კორდონი, როცა ჩავიდა ქაშვეთთან და თავად ამ კორდონის უკან იდგა.
„სპეცრაზმი იგერიებდა აქციის მონაწილეების ნასროლ ნივთებს“, - ასე პასუხობს კითხვას, რა სპეციალურ საშუალებებს იყენებდა გდდ.
მისივე თქმით, ხედავდა, ვინ ისროდა ნივთებს, მაგრამ „როგორ უნდა გაერჩია, ვინ ისროდა?".
კითხვებს სვამს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე:
„თქვენს მიერ ქაშვეთთან[მოწმის თქმით, დაზიანდა მაშინ, როცა ქაშვეთთან ჩავიდა 9 აპრილის ქუჩიდან - რ.თ.] მისვლას, წინ უსწრებდა აქციის მონაწილეების დარბევა?“, - კითხულობს ადვოკატი.
სანდრო ლოლაძე პასუხობს: „დარბევა რატო? მე არ დამინახავს იმ მომენტში, რა მოხდა".
ფორუმი