Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

14:15 8.7.2025

შოთა თუთბერიძე დაინტერესდა: „მაშველის ტანსაცმლის დასვრა, მაგალითად ჩემს სახლში რომ გამოვიძახო და დაისვაროს, ზიანის ანაზღაურება მევალება?"

თამარ ჭანტურია: თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზიანდა, არ ანაზღაურებს არავინ, აქ საუბარია რამ გამოიწვია დასვრა - მე ბევრჯერ თქვი, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლმა ნივთებმა დააზიანა".

14:12 8.7.2025

ადვოკატი, შოთა თუთბერიძე კითხულობს: „ხომ არ ხდებოდა თქვენი ავტომობილების გამოყენება სპეცრაზმელების წყლით მომარაგებისთვის?"

„არ ვიცი“, - ამბობს მოწმე და ადასტურებს, რომ „ასეთი რამ მათ ფუნქციებში არ შედის“.

13:54 8.7.2025

ისევ კახა კოჟორიძე ეკითხება, პატაკებში, რომელიც 112-ის თანამშრომლებმა დაწერეს, ხომ არ არის რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იმ ადამიანების, ვინც სავარაუდოდ ზიანი მიაყენეს ტექნიკასო?

მოწმე პასუხობს, რომ „არა".

13:54 8.7.2025

კახა კოჟორიძე დაინტერესდა, სისხლის სამართლის გამოძიება რომ არ დაწყებულიყო, იყო თუ არა ვალდებული 112-ის სამსახური გადაედგა ნაბიჯები ზიანის მიმყენებლის დასადგენად?

მოწმე პასუხობს, რომ გამოძიების დასრულებას დაელოდება. თუ დადგინდება ბრალეული პირი, დაიწყებს სამოქალაქო დავას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG