Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

15:55 8.7.2025

გდდ-ს თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილი ამბობს, რომ 30 ნოემბერს 9 საათისთვის მივიდა აქციაზე და განლაგდნენ თავისუფლების მოედანზე, თბილისი მარიოტთან.

„მისვლისთანავე ჩავიცვით სპეცაღჭურვილობა, ე.წ. რობოკოპი და ვიდექით ისე, გაჩერებულები ვიყავით. ამ დროს პარლამენტის მიმდებარედ მიდიოდა აქცია ჩვეულებრივ გარემოში. 11 საათის შემდეგ აქცია იღებს ძალადობრივ ქმედებას. ჩანდა, როგორც ისროდა პიროტექნიკას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, რამდენიმე ჩვენ თანამსრომლეს ჰქონდა ტელეფონი ჩართული და ვუყურებდით ვითარებას.

შედგა კოლოფი, ეს არის ის, სადაც ჭავლის მანქანა დგას, ჩვენ ვიცავთ ამ მანქანას [კოლოფით].

სადღაც 11-დან 12-საათამდე პერიოდში. შემდეგ გადაადგილებას ვიწყებთ საზ, წესრიგის აღდგენისთვის, რუსთაველის მიმართულებისკენ. 9 აპრილის კვეთაზე დაგვხვდა ბარიკადები, ფეიბოქსები იყო რითაც ჩახერგილი იყო გზები. დავიწყეთ გასუფთავება, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მყარი საგნების სროლა, ქვები, მოლოტოები, იყო პიროტექნიკის სროლა, რუსთაველის და 9 აპრილის ქუჩას ვგულისხმობ. ჩვენსა და მომიტინგებს შორის მანძილი 25-30 მეტრი იყო, განვაგრძეთ გზა, უკან იხევდნენ, ჩვენ უკან მოგვყვებოდა ცალკე დანაყოფის ჭავლსასროლი მანქანა, სადაც მოუწოდებდნენ მომიტინგეებს მშვიდობისკენ შემდეგ გავჩერდით პირვესკოლას რომ გაცდები ზემო მერიოტთან იქ, გავჩერდით რამდენიმე ხანი იქ. მიდიოდა ისე პიროტექნიკის სკოლა, მყარი საგნები, ფარზე ლითონების მოხვედრა, რომელიც ჩვენ გვიცავს, არ ვიცი რითი გვესწორდნენ.

ამის შემდეგ მომიწია ჩანაცვლება წინა ზოლში. წყალსასროლი მანქანის გვერდით ვიდექით და მოგვიწია მის წინ ჩადგომა. 4-5 ადამიანი ჩვენი თანამშრომელი გამოვიდა მწყობრიდან პიროტექნიკის შედეგი იყო და ჩავანაცვლეთ. სადღაც საათში დაიწყო ინტენსიური სროლა, ვეღარ გაგვეგო ფარი ზევით აგვეწია თუ სად წაგვეღო, პიროტექნიკა მარჯვენა ტერფის არეში ამიფეთქდა, დავკარგე მრძნობელობა და ჩემმა ხელმძღვანელმა გადამიყვანა სასწრაფოს მანქანასთან. სანამ მე წამიყვანდნენ მოიყვანეს ჩემზე უფრო დაშავებული პიროვნება, ღია ჭრილობა ჰქონდა, ჰქონდა გამომწვარი, დამწვარი და სასწრაფომ მათი გადაყვანა გადაწყვიტა, მე მესამე მანქანამ წამიყვანა. კავკასუს მედიცინის ცენტრში[კავკასიის - რ.თ.] გამიწიეს დახმარება. ერთი საათი ვიყავი იქ და ორი კვირა მომიწია რეაბილიტაცია".

15:48 8.7.2025

სხდომა განახლდა, იკითხება გდდ-ს თანამშრომელი, მოწმე, ნუგზარ მირიანაშვილი. ეს სპეცრაზმელი გუშინ, 7 ივლისსაც დაიკითხა, ჯგუფური ძალადობის მეორე 11-პირიან საქმეზე.

14:15 8.7.2025

შოთა თუთბერიძე დაინტერესდა: „მაშველის ტანსაცმლის დასვრა, მაგალითად ჩემს სახლში რომ გამოვიძახო და დაისვაროს, ზიანის ანაზღაურება მევალება?"

თამარ ჭანტურია: თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზიანდა, არ ანაზღაურებს არავინ, აქ საუბარია რამ გამოიწვია დასვრა - მე ბევრჯერ თქვი, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლმა ნივთებმა დააზიანა".

14:12 8.7.2025

ადვოკატი, შოთა თუთბერიძე კითხულობს: „ხომ არ ხდებოდა თქვენი ავტომობილების გამოყენება სპეცრაზმელების წყლით მომარაგებისთვის?"

„არ ვიცი“, - ამბობს მოწმე და ადასტურებს, რომ „ასეთი რამ მათ ფუნქციებში არ შედის“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG