ადვოკატების თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი ახობაძე უდანაშაულოა.
რეპლიკებს აგრძელებს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე:
„18 მარტია ერთ-ერთი თარიღი, სადაც პირდაპირ ამბობს ახობაძე, ვიდეოს თუ არ ენდობით სხდომის ოქმი ამოიღეთ: ორი მაღალჩინოსანი მოდის ჩემთან, ხელებს მიკავებენ, ავტომობილზე სახით მაწვენენ, ჯიბეში მიდებენ ნარკოტიკს“. შემდეგ მოაქვს ფოტო და გვაჩვენებს, რომ ეს არის გიორგი გურეშიძე, ორი მაღალჩინოსნიდან ერთ-ერთი. როცა აღიდგინა და გაიხსენა მერე მოიტანა ფოტო, საიდან ეცოდინებოდა იმ მომენტში ვინ იყო გურეშიძე".
პროკურორის რეპლიკას, რეპლიკით პასუხობს დაცვის მხარე:
„ისეთი რეპლიკები მოვისმინეთ, ვფიქრობ, პროკურორს ჩვენი დასკვნითი სიტყვა არც მოუსმენია", - ამბობს მარიამ მაძღარაშვილი.
ადვოკატი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ პოლიციელებმა ვერ დაასაბუთეს და დაამტკიცეს, რომ ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება იყო შეუძლებელი.
პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილი რეპლიკების ეტაპზე ძალიან დეტალურად საუბრობს, მიმოიხილავს მოწმეების ჩვენებებს, ცდილობს გაამყაროს ბრალი და გააბათილოს ადვოკატების არგუმენტები.
პროკურორს მიაჩნია, რომ გიორგი ახობაძის ადვოკატების „სუსტი არგუმენტები აქვთ“.
„ჩვენ არ უარვყოფთ, რომ გიორგი ახობაძის ნერწყვის ნიმუში არის იზოლენტაზე, დნმ-ი შეიძლება იყოს, ოფლი, ნერწყვი....
იცინის ადვოკატი მარიამ მაძღარაშვილი. „რა გაცინებთო“, - ეკითხება პროკურორი. „ხელი შეგიშალეთ?“ - პასუხად.
ამ დროს ისმის წამოძახილი დარბაზიდან პროკურორის მისამართით - „ჩემკენაც გამოიხედეთ დამცინავად“.
რომეო ტყეშელაშვილი ფეხზე აყენებს მოქალაქეს, გიზო ილურიძეს და იხმობს თავის მაგიდასთან: „თქვენი მოსაზრებები დაიტოვეთ თქვენთვის, ბრალდების მხარის მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო...." [ აწყვეტინებს დამსწრე]
მოქალაქე: მე გამოვხატე უპატივცემულობა? თვითონ შემომხედა ცინიკურად...
მოსამართლე: „დაჯარიმებული ხართ ბატონო გიზოოო... 400 ლარით, წესრიგის დარღვევისა და უპატივცემულობის გამო, შეგიძლიათ გაასაჩივროთ, ახლა კი შეგიძლიათ დაბრძანდეთ და ხელი აღარ შეგვიშალოთ"
ფორუმი