Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (23/07/2025)

დღეს, საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორი საქმიდან ორივე ჩატარდება, მოსამართლეებმა სამუშაო საათები გაინაწილეს, დღის პირველ ნახევარში 8 დემონსტრანტის საქმე დაიწყება, მეორე ნახევარში -11-ის.

15:27 23.7.2025

სხდომათა დარბაზში ჯგუფური ძალადობის მეორე პროცესის დამსწრეებიც შემოვიდნენ.

15:24 23.7.2025

სხდომა განახლდა. თამარ მჭედლიშვილის მითითების შესაბამისად მანდატურები ოთახს ატოვებინებენ დამსწრეებს შორტებით.

15:11 23.7.2025

გამოცხადდა 10-წუთიანი შესვენება, სასამართლო მოიტანს ზვიად ცეცხლაძის ვიდეოს და გაარკვევენ, აქვს თუ არა მას ხმა.

15:10 23.7.2025

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი: „მოვითხოვ ეს პროცესი ისე არ გადაიდოს, რომ მე არ ვნახო სასამართლოს დედანში თუ არის ხმის გარეშე ვიდეო[გულისხმობს ზვიად ცეცხლაძის ლაივიდან ჩანაწერს].

ავსაჯანიშვილი: იმ პროცესის[მეორე საქმე] მოწმე და გამომძიებელიც ბრძანდებით?

მოწმე: დიახ

ადვოკატი: შეგიძლიათ დაასკვნათ თუ არა ესეთი რამ რომ კასრაძე და კაძელაშვილი აორგანიზებდნენ ან ხემძღვანელობდნენ ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებას?

[პროკურატურა აპროტესტებს]

ადვოკატი ისევ სვამს კითხვას: თუ დადგინდა თქვენს მიერ შესწავლილი მასალით, რომ კაძელაშვილი და კასრაძე ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებას აორგანიზებდა ან ხელმძღვანელობდა?

მოწმე: ერთიანობაში გვჭირდება მტკიცებულებები.., არსებობს მტკიცებულებითი სტანდარტი ვის წარედგინოს ბრალდება, პროკურატურა აკეთებს ამას. დადგინა, რომ ისინი აპირებდნენ დანაშაულის ჩადენას და წარედგინათ ბრალი - ეს არის პასუხი

ადვოკატი: ვერ დავიჯერებ, რომ კითხვა ვერ გაიგო. ჩემი კითხვა სრულიად სხვა რამეზე იყო. ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებას რაც აქციაზე ხდებოდა, მისი საგამოძიებო მოქმედებით თუ დადგინდა, რომ კასრაძე, კაძელაშვილი და ცეცხლაძე აორგანიზებდნენ. პროკურატურა ამ ხალხს მოიაზრებს ჯგუფის წევრებად, ორგანიზატორების გარდა, თუ დადგინდა, თქვენს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით, რომ მათ როლები გაუნაწილეს?

ადვოკატის დაკითხვაში ერთვება ბრალდებული კასრაძე: „ვაპროტესტებ - არასოდეს არ ამბობს ზუსტ პასუხს, შეგნებულად აკეთებს, პასუხს არ სცემს და გაურბის"

აგრძელებს ვასილ კაძელაშვილი: პირდაპირ თქვი ახალგაზრდა კაცი ხარ, ან ხო ან არა, რათ უნდა ეს მიხვეულმოხვეული?

ისევ კასრაძე: ახალგაზრდა კაცი ხარ, თავმოყვარეობა არა გაქვთ?

მოწმე გამომძიებელი პასუხობს: ჩემს თავმოყვარეობაზე თქვენ ნუ ისაუბრებთ ძალიან გთხოვთ.

ხმაურია.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG