Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (23/07/2025)

დღეს, საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორი საქმიდან ორივე ჩატარდება, მოსამართლეებმა სამუშაო საათები გაინაწილეს, დღის პირველ ნახევარში 8 დემონსტრანტის საქმე დაიწყება, მეორე ნახევარში -11-ის.

14:51 23.7.2025

„იცით თუ არა, როგორ იღებდნენ ამ ჩანაწერს, იცოდნენ ბრალდებულებმა რომ იღებდნენ აღქმადი იყო?", - ისევ კაძელაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე ეკითხება მოწმე გამომძიებელს.

გამომძიებელი ამბობს, რომ არ იცის.

ადვოკატი აგრძელებს კითხვების დასმას:

- ამ ჩანაწერში ორი პირის თუ სამი პირის მსჯელობა მიდის, თუ გადაწყვეტილი საკითხია და უნდა განხორციელდეს?

- ბოდიში

[იმეორებს კითხვას]

მოწმე პასუხობს: გეგმავენ დანაშაულის ჩადენას, ათანხმებენ ერთმანეთში, შერჩეულია აქვთ ლოკაციები, პიროვნებები, რა ტექნიკური საშუალებები. საუბრობენ, რომ გამოიყენონ მოტოციკლი, ბიჩოკი და ა.შ. ... საუბრიდან იკვეთება, რომ ახსენებენ კალაძეს მის ცოლს, იგეგმება მათი ქონების და ჯანმრთელობის დაზიანება. ახსენებენ სიტყვას - „ჩახოცვა".

ადვოკატი ინტერესდება, კალაძისა და მისი ცოლის უძრავი ქონება პარლამენტთანაა?

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავდნენ", - ამბობს მოწმე.

ადვოკატი აზუსტებს: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გეგმავდნენო ბრალში და არა პარლამენტთან გეგმავდნენ ძალადობრივ მოქმედებასო.... თუ არ გამოგირკვევიათ, რომ ძალადობა პარლამენტის მიმდებარედ იყო, რანაირად ამტკიცებთ?

მოწმე: ხომ გაგეცით პასუხი მამა დავითის ეკლესიაზე?

14:44 23.7.2025

„რას ნიშნავს თქვენთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია", - ამ კითხვას სვამს ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე, მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ლევან ბასილაძემ თქვა, რომ „მამა დავითის ეკლესია რუსთაველის მიმდებარედაა".

რევას აჭარაძე დაინტერესდა, საგამოძიებო მოქმედებისას დათვალიერების ოქმში ის ტექსტი გადმოიტანა, რაც ვიდეოში ისმის, თუ პირდაპირ ტიტრებიდან ამოწერა.

მოწმე პასუხობს, რომ დათვალიერების ოქმში ამოწერილ ტექსტში ფრჩხილებში მოცემული დამაზუსტებელი სიტყვები მისი დაწერილი არაა.

კაძელაშვილის ადვოკატის თქმით, ვიდეოში მესამე კაციცაა და სთხოვს მოწმეს შეფასებას, არის თუ არა ეს კაცი რაიმე შემხებლობაში ამ დანაშაულთან.

[პროტესტია, შეფასებას ითხოვსო]

დაზუსტებული კითხვა: მესამე მამაკაცს ამ ვიდეოდან გამომდინარე რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი?

გამომძიებელი: დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთა მხოლოდ ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის შემთხვევაში

ისევ ადვოკატი: დათვალიერების ოქში წერია, რომ მესამე პირი საუბარში ერთვება და ამბობს: ახალ წლამდე მოვითმინოთო.. ვინ არის ეს მესამე პირი, ჩართულია თურმე და უნდა რომ მოესწროს

გამომძიებელი: გამოძიების შედეგად ვინც დადგინდა....

ადვოკატი: ამ მესამე პირის დასადგენად რაიმე ჩაატარეთ?

გამომძიებელი: ჩემს მიერ არა.. მე ჩავატარე ვიდეოდათვალიერება...


14:32 23.7.2025

კითხვებს სვამს ბრალდებული თორნიკე გოშაძე.

- ბატონო ლევან, გქონდათ თუ არა ვიდეო გადაღება ჩართული, როდესაც შემოხვედით

- კი, რამდენადაც მახსოვს

- რატომ არავინ გააგფრთხილეთ ეზოში რომ შემოხვედით?

- დაკავების დროს წინასწარ არ ვაფრთხილებთ ხოლმე

- რაში დაგჭირდათ ტყუილი, როდესაც შემოხვედით ეზოში, რომ იყავით წყალკანალის სამსახურიდან და არა პოლიიდან?

- არ მითქვამს.

- საქართველოს დროშას, რომელიც ამოიღეთ რაიმე ძალადობრივი წარწერა ჰქონდა?

- არ მახსენდება შინაარსი, თუმცა რაღაც წარწერები მქონდა

- ახლაც ხომ არ გაქვთ სურვილი სახეში შემომარტყათ, როგორც განყოფილებაში?

- მსგავსი სურვილი არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს

თორნიკე გოშაძემ კითხვების დასმა დაასრულა.

14:26 23.7.2025

თორნიკე გოშაძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საქართველოს დროშა. ადვოკატი ნინო ლომინაძე ეკითხება გამომძიებელს, რომელიც მონაწილეობდა გოშაძის სახლის ჩხრეკაში, რატომ ამოიღეს საქართველოს დროშა.

- რა ამოიღეთ?

- ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დროშა

- დროშა კანონსაწინააღმდეგო ნივთია?

- დროშა არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ნივთს, მაგრამ საჭირო იყო იმ ტანსაცმელებლად ერთად ამოგვეღო, რათა დაგვემტკიცებინა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თორნიკე გოშაძე აქციაზე.

- რა სახის იყო დროშა? რა ფერის? რომელი ქვეყნის?

- რამდენადაც მახსოვს საქართველოსი და უკრაინის



ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG