Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (23/07/2025)

დღეს, საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორი საქმიდან ორივე ჩატარდება, მოსამართლეებმა სამუშაო საათები გაინაწილეს, დღის პირველ ნახევარში 8 დემონსტრანტის საქმე დაიწყება, მეორე ნახევარში -11-ის.

11:39 23.7.2025

პროკურატურამ გამოიძახა მოწმე, ლევან ბასილაძე. რამდენიმეწუთიანი დაყოვნების შემდეგ მოწმე სხდომათა დარბაზში შემოდის, სხდომის მდივანს პირადობას აწვდის, თან აქვს წყალი. მოწმისთვის გამოყოფილ სკამს იკავებს.

11:45 23.7.2025

მოწმე ლევან ბასილაძის თქმით, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ის ჰყვება, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ვიდეო.

„ამ ვიდეოს თანახმად, კასრაძე-კაძელაშვილი საუბრობდნენ დანაშაულზე... ახსენებდნენ კახა კალაძეს და მის ოჯახს... რომ უნდა მიესხათ ბენზისი მათ ქონებაზე და ცეცხლი წაეკიდებინათ ბიჩოკის მიგდებით.. ასევე საუბრობდნენ, რომ მოეწყოთ დივერსია, დახვედროდნენ დაახლოებით 200 კაცი და ჩაეხოცათ ისინი და ეს უნდა მოესწროთ ახალ წლამდე, ეს იყო რაც მოვისმინე ვიდეოჩანაწერში", - ამბობს მოწმე.

მან დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილზე, რათა დაედასტურებინა, რომ ვიდეოში სწორედ ეს პირები იყვნენ ასახულები.

11:51 23.7.2025

გამომძიებელი აგრძელებს მოყოლას. მისი ცნობით, მიიღო ინფორმაცია, რომ ვიდეოჩანაწერი იყო ატვირთული იუთუბზე, სადაც „ასახული იყო გიორგი გორგაძე, რომელიც ქვებს ესროდა სამართალდამცველებს".

ამატებს, რომ გამოითხოვა განჩინების საფუძველზე კასრაძე-კაძელაშვილის „ტელეფონების დეტალური...".

აბობს, რომ მონაწილეობა მიიღო თორნიკე გოშაძის სახლის ჩხრეკაში და შემდგომ მის გამოკითხვაში. „ამოვიღე ქურთუკი, რომელიც ეცვა აქციაზე".

მისივე თქმით, ზვიად ცეცხლაძის ვიდეოც შეისწავლა.

„ამ ვიდეოში საუბრობდა, რომ საქართველოშიც მაიდანი უნდა განმეორებულიყო, ამბობდნენ, რომ რუსთაველი არ იყო სტრატეგიულად გამოსაყენებელი ადგილი... [კიდევ ბევრს ყვება ვიდეოს შინაარსზე, თუმცა არ ისმის]

11:59 23.7.2025

კითხვაზე, საიდან იცოდა კასრაძისა და კაძელაშვილის ვიზუალური მონაცემები, მოწმე პასუხობს, რომ შსს-ს აქვს თავისი ბაზა და იქ შეადარა სახეები... შემდეგ დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.

აგრძელებს საუბარს, სავარაუდოდ, გიორგი გორგაძის ამსახველ ვიდეოზე. ამბობს, რომ ვაჟა ასათიანი იყო იმ გვერდის მფლობელი, სადაც აიტვირთა ვიდეო.

შემდეგ კითხვას პროკურორი თორნიკე გოშაძეზე სვამს და ინტერესდება, საიდან იცის, რომ ნამდვილად გოშაძის სამოსი ამოიღო.

კითხვის აცილებას ითხოვს ადვოკატი, პროკურორის თქმით, მოწმემ ამოიღო სამოსი და რატომ გააკეთა ეს - ლეგიტიმური კითხვაა... საუბარში ერთვება გუჯა ავსაჯანიშვილი და აცხადებს, რომ მოწმეს ჩვენებიდნა მიღებული ინფორმაცია აქვს

პროკურორის მორიგი განმარტება: ჩვენება მიღებულია ჩხრეკის შემდეგ და მანამდე საიდან ჰქონდა ინფორმაცია ამას ვეკითხებით.

მოსამართლის თქმით, ბრალდებულების ნაწილი ან არ აღიარებს ან დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომ მათი დაკითხვის დროს მიღებულ ინფორმაციაზე სხდომათა დარბაზში მოწმე ვერ ისაუბრებს.

პროკურორი კითხვას აზუსტებს ამ ფორმულირებით: თქვენ თქვით, რომ გამოკითხეთ თორნიკე გოშაძე, კითხვა გვაქვს საგამოძიებო მოქმედებაზე, რა ვითარებაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება

მოწმე ამბობს, რომ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა ხელი მოაწერა ოქმს, მათ შორის იმასაც, რომელსაც არ განვიხილავთ და შინაარშიც არ შევდივართ. არ ახსენდება ჰქონდა თუ არა რაიმე განცხადება ან შენიშვნა თორნიკე გოშაძეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG