Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (23/07/2025)

დღეს, საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორი საქმიდან ორივე ჩატარდება, მოსამართლეებმა სამუშაო საათები გაინაწილეს, დღის პირველ ნახევარში 8 დემონსტრანტის საქმე დაიწყება, მეორე ნახევარში -11-ის.

12:06 23.7.2025

პროკურორის თქმით, მოწმემ ისაუბრა „დაფიონის“ გვერდზე ატვირთული ვიდეოს[ ზვიად ცეცხლაძის პირდაპირი ეთერი] ქვეშ კომენტარებზე და აინტერესებს რაზეა საუბარი უშუალოდ ვიდეოში.

გამომძიებლის თქმით, არ ახსოვს.

პროკურორი, ვაჟა თოდუა ამბობს, რომ მოწმეს ამ ვიდეოს აჩვენებს.

[ტექნიკური დეტალების გარკვევა იწყება, სად შეიძლება შეაერთონ კომპიუტერი და ჩართონ ვიდეო]



12:10 23.7.2025

მოწმე, ლევან ბასილაძეს ტელეფონი აქვს ხელში და მესიჯობს. ამას ამჩვენს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი:

„ახლავე შეინახეთ ტელეფონი, ორი წუთი მოვადუნე ყურადღება და... ამაზე მეტი უპატივცმულობა არ არსებობს სასამართლოსი", - ამბობს მჭედლიშვილი.

პოლიციელის თქმით, თავისი საქმე აქვს.

დიდი პატივისცემა თქვენს მიმართ, თქვენი სამსახურის, მაგრამ მოწმის სტატუსით იკითხებით, ყველანაირი სხვა საქმე მოიციდს, თუ არა და სხვანაირად უზრუნველყონ... თუ რაიმე დაგჭირდებათ ცნობა, გაგატანთ", - პასუხობს მოსამართლე.

პოლიციელი ამტკიცებს, რომ ტელეფონს თიშავდა. „თავიდანვე უნდა გაგეთიშათ ტელეფონი", - პასუხობს მოსამართლე.

მოწმე პოლიციელი: კარგი, ქალბატონო, მოსამართლე

მოსამართლე: ბატონო მოსამართლე, ასე უნდა მომართოთ

12:30 23.7.2025

მცირე ტექნიკური შესვენების შემდეგ პროკურორი „დაფიონის“ გვერდზე ზვიად ცეცხლაძის საჯარო პირდაპირი ეთერის ვიდეოს რთავს. გაირკვა, რომ პროკურორის ვიდეოს ხმა აქვს, ადვოკატებისას არა.

გუჯა ავსაჯანიშვილი მოითხოვს პროკურატურამ ვიდეოს დედანი ჩართოს. ხმის პრობლემის გამო დაცვის მხარე ვიდეოს ავთენტურობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ.

ზვიად ცეცხლაძის ეს ვიდეო 30 ნოემბერს „დაფიონის“ ფეისბუკგვერდზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ახლა ხელმისაწვდომი აღარაა. მაყურებლებიდან რამდენიმე მას აფრთხილებს, „შეიძლება დაგაკავონ“.

რატომ არ აქვს ხმა ვიდეოს? - ამ საკითხს არკვევენ ბოლო 7 წუთია. პროკურორები საყვედურობენ ადვოკატებს, რატომ არ თქვით აქამდე, რომ ვიდეო უხმო იყოო. დაცვის მხარე აცხადებს, რომ „ისინი ვერ დაიწყებდნენ გარკვევას, რას აქვს ხმა და რას არა და ვერც ბრალდების მხარეს გააფრთხილებდნენ ამაზე".

პროკურორ, ვაჟა თოდუას თქმით, გამომძიებელს, ვინც ვიდეო დაათვალიერა, შინაარსი დეტალურად აქვს აღწერილი. მითითებული აქვს კონკრეტული სიტყვები და ციტირებებსაც იყენებსო.

„თქვენ წინააღმდეგი ხართ ვიდეოს დედანი რომ ჩავრთოთო?[დედანად ითვლება ვიდეო, რომელიც სასამართლოში ინახება, როგორც ვიდეომტკიცებულება]", - ეკითხება ადვოკატი შოთა თუთბერიძე. ვიდეო, რომელიც ვაჟა თოდუამ მოამზადა, საქმის მასალებიდან გამოთხოვილი არაა, მას კომპიუტერში ჰქონდა.

ვაჟა თოდუა პასუხობს, რომ არაა წინააღმდეგი.

განცხადების გაკეთება სურს ზვიად ცეცხლაძესაც.

„როდესაც საუბრობენ, რომ ამოწერილია ტექსტის შინაარსი, აგერ მოწმე იყო მოსული და რა აზრებიც გამოუტანა წინადადებებიდან ისე ჩამოაყალიბა. 14 წუთიან ვიდეოში თავიდან მე ვსაუბრობ, როგორ იძალადეს ჩემზე, მეტყობა კიდეც კვალი... ამოწერილი შინაარსით თუ განიხილეს საქმე ვერ ვიქნები დაკმაყოფილებული... დაველოდოთ ჩემს ადვოკატს და მერე განვიხილოთ", - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.

ზვიად ცეცხლაძე მოითხოვს მის ადვოკატს ჰკითხონ მოსაზრება ამ საკითხზე, ვინაიდან მას საკუთარი სტრატეგია აქვს. დავით ჭიკაიძე დღევანდელ სხდომას არ ესწრება. გამოცხადდა ტექნიკური შესვენება. ურეკავენ ადვოკატს.


12:39 23.7.2025

ვეცდები მარტივად აგიხსნათ, რა გაუგებრობაა ვიდეოსთან დაკავშირებით.

როგორც წესი, საქმის მასალებს პროკურატურა უცვლის სასამართლოს და დაცვის მხარეს. აღმოჩნდა, რომ დაცვის მხარის მასალებში, ზვიად ცეცხლაძის ვიდეოს ხმა არ აქვს, განსხვავებით პროკურატურისა.

ადვოკატები მოითხოვენ, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ჩართოს არა მათი ვიდეო არამედ ის, რომელიც სასამართლოს მიაწოდა.

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის პოზიცია თანხვედრაშია სხვა ადვოკატების მოთხოვნასთან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG