Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (23/07/2025)

დღეს, საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორი საქმიდან ორივე ჩატარდება, მოსამართლეებმა სამუშაო საათები გაინაწილეს, დღის პირველ ნახევარში 8 დემონსტრანტის საქმე დაიწყება, მეორე ნახევარში -11-ის.

12:56 23.7.2025

სხდომა გაგრძელდა. ზვიად ცეცხლაძე დაეთანხმა ადვოკატს, რომელმაც მოითხოვა, რომ სასამართლოს დედანი გამოიკვლიონ.

დავით ჭიკაიძის პროცესზე არყოფნის გამო, ზვიად ცეცხლაძის უფლებებს გუჯა ავსაჯანიშვილი იცავს.

„თქვენ რასაც რთავდით ეგ ვიდეო დაცვის მხარეს აქვს უხმო, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება დედანი“, - აცხადებს ის. პროკურატურის პოზიცია ბუნდოვანია.

ვაჟა თოდუა ვიდეოს თავს ანებებს და დათვალიერების ოქმს ხსნის. ამბობს, რომ ამ ოქმს ებმის ზვიად ცეცხლაძის ვიდეოს ქვეშ კომენტარების სქრინებიც. ასევე ამატებს, რომ ოქმში შინაარსობრივად წერია, რას საუბრობს ბრალდებული ვიდეოში, რომელიც უნდა ჩაერთოთ, თუმცა ხმის პრობლემის გამო, რატომღაც დღეს ჩართვა გადაიფიქრეს.

„მე მაქვს კითხვა, თუ ახსოვს რას საუბრობს ზვიად ცეცხლაძე ვიდეოში?", - ამბობს ვაჟა თოდუა.

აპროტესტებს ადვოკატი და აცილებას ითხოვს არგუმენტით, რომ მოწმეს უკვე აქვს ნათქვამი, რომ არ ახსოვს. მოსამართლე დაზუსტებას ითხოვს.

ვაჟა თოდუა: როგორც ოქმშია მითითებული, ვიდეოს შინაარსი შეეხება საპროტესტო აქციის მიმდინარეობას და მის დაგეგმვას. ეს ინფორმაცია საიდან მიიღო ლევან ბასილაძემ?

მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალო, რომ პროკურატურამ ეს კითხვა უნდა დასვას.

მოწმემ საუბარი ამ წინადადებით დაიწყო: „მადლობა ბატონ გუჯას რომ პროკურორებისგან მიცავს...".

მოსამართლე გაღიზიანდა: „დასაცავი რამე გჭირთ? გაეცით პასუხი კითხვეს".



13:10 23.7.2025

მოწმე გამომძიებელი ამბობს, რომ არ დაუკითხავს ზვიად ცეცხლაძის ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარების არც ერთი ავტორი. შეგახსენებთ, რომ ლევან ბასილაძემ დაათვალიერა კიდევ ერთ გამომძიებელთან ერთად დაფიონის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო და კომენტარები.

- აღნიშნული პირების კომენტარები არის თუ არა დაკავშირებული ბრალდების მხარის პოზიციით ზვიად ცეცხლაძის ქმედებასთან?

- კი

[მოწმე ვერ იგებს, რა უნდა უპასუხოს, ადვოკატი აზუსტებს]

- გიორგი ონიანი, მაგალითად, გიორგი ონიანის კომენტარი არის თუ არა დაკავშირებული ბრალდების მხარის პოზიციით ზვიად ცეცხლაძის ქმედებასთან, კი თუ არა?

- შეგიძლიათ მიმითითოთ რომელია მისი კომენტარი, 83 კომენტარია

- თქვენ ხომ გაქვთ მანდ კომენტარები, 83-დან ერთი ამოირჩიეთ, რომელიც იყო დაკავშირებული

- როგორც აღვნიშნე ზვიად ცეცხლაძე ვიდეოში აღნიშნავდა...

- კითხვა სხვა მაქვს დასმული [ ამის შემდეგ გუჯა ავსაჯანიშვილი კითხულობს დასქრინული კომენტარებიდან ერთ-ერთს და იგივე კითხვას სვამს]

- აღნიშნული კომენტარი კავშირშია ზვიად ცეცხლაძის შინაარსთან, როცა ის გეგმავს და სახავს სტრატეგიას, როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს პოლიციას. ის ამბობს, რომ უნდა გამოიყენონ ხელკეტები.... მსგავსი შინაარსის კომენტარი, რომ გამოიყენონ ხელკეტები და ჯაჭვები, თუმცა თუ გულისხმობთ, რომ სოსო [კომენტარის ავტორი] არის დამნაშავე ან მისი ქმედება დანაშაულად იყო შეფასებული, აქ იქნებოდა.

- მე მაქვს ვიდეო, სადაც ზვიად ცეცხლაძე ხმას არ იღებს და შეგიძლიათ წუთი და წამი მიმითითოთ, სად რას იძახის?

- შინაართან დაკავშირებით არის ზოგადი ფორმულირება... კონკრეტულად რომელ წამზე რას საუბრობს აღნიშნულის თქმა არ შემიძლია, თუ გნებავთ პროკურორს სურდა ჩართვა და მოვუსმინოთ

- ბატონ ლევანს რომ წარვუდგინოთ დედანი ამ ვიდეოსი, რომ ელემენტარულად გავიგოთ აქვს თუ არა ხმა

მოსამართლის თქმით, გამოითხოვს კანცელარიიდან და წარადგენს.

„დასვით კითხვები იქამდე და შესვენებას გამოვაცხადებ", - ამბობს მჭედლიშვილი.

ადვოკატი: თქვენ თქვით, რომ დეტალურები[ტელეფონის ჩანაწერები] გამოითხოვეთ, ხომ არ გაეცანით, მაგალითად იყო თუ არა იქ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნომერი?

მოწმე: როგორ უნდა გავცნობოდი, რა საშუალებით?

- გახსენით დისკი?

- გამოვითხოვე და დავლუქე

- თუ იცით თქვენი რომელიმე კოლეგა გაეცნო?

- დალუქული გადავეცი საქმის გამომძიებელს, სავარაუდოდ ის გაეცნობოდა თუმცა მე ამის შესახებ არ ვიცი.. დათვალიერება არ ჩამიტარებია

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი დაინტერესდა, ხომ არ მოუპოვებია მტკიცებულება, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ქმედებები განაპირობა ორგანიზატორობაში ბრალდებული პირების ქმედებებმა, იცნობდა მას, ხელმძღვანელობდა მოქმედებებისკენ მიუთითებდა...

- მე ვისაუბრე ჩემს საგამოძიებო მოქმედებებზე, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ხსენება არ ყოფილა, არც დეტალურში მისი ნომერი მინახავს

13:17 23.7.2025

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება პოლიციელ, ლევან ბასილაძეს, აქვს თუ არა ცოდნა, რომ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარები მაგალითად AI-ს დაწერილია და არა რეალური ადამიანების?

პოლიციელი: AI-ში რას გულისხმობთ, საზოგადოებამაც რომ იცოდეს?

ადვოკატი: თქვენ არ იცით?

მოწმე: რომ ვიცოდე ხომ არ გკითხავდით

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა დააზუსტა: თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ ამ კომენტარების უკან ცოცხალი ადამიანია და არა პროგრამა, რომელსაც შეუძლია კომენტარების წერა?

მოწმე: ეგ არ ვიცი, ვის რას შეუძლია.. გაკეთდა დათვალიერება და არ ყოფილა მსჯელობა ცოცხალი ადამიანი იყო თუ არა.. შეგიძლიათ გამოითხოვოთ დაცვამ და გაარკვიოთ ადამიანია თუ ბოტი

„რა ფორმატია?“ - ბრაზობს მოსამართლე და აგრძელებს: „თავი შეიკავეთ, თუ რამეს ვერ გაიგებთ, კითხვასთან მიმართებით დააზუსტებინეთ".

„ამოვიდა ყელში რა", - ბრაზობს ვეფხია კასრაძე


ამოვიდა ყელში რაა

13:26 23.7.2025

ვეფხია კასრაძის ადვოკატი, გოგა შამუგია დაინტერესდა, რატომ არ ჰკითხა ექსპერტს, იყო თუ არა ვიდეო დამონტაჟებული.

„ტიტრებს თუ გულისხმობთ ხელოვნურ ჩარევაში... ვიდეოს სრულად რომ მოუსმინოთ დავრწმუნდებით, რომ ეს არის სრული კადრი", - ამბობს მოწმე.

ადვოკატი აზუსტებს, „მონტაჟი რომ არაა, ამის თქმა შეგიძლიათ?"

მოწმე: ექსპერტი არ ვარ...ინტერესი იყო დადგენილიყო ვინაობა...რაც ჩავთვალე მნიშვნელოვნად და პრიორიტეტულად დავწერე დადგენილებაში... პრიორიტეტს წარმოდგენდა, ვინ იყო გამოსახული მასზე

ადვოკატი: ავთენტური თუ იყო საუბარი, ეს მნიშვნელოვნად არ ჩათვალეთ ჰოო?

მოწმე: ინტერპრეტაციებს ბოდიშის მოხდით, ჩემს პასუხზე...

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG