ადვოკატი გოგა შამუგია დაინტერესდა, იმის გათვალისწინებით, რომ აქციები რუსთაველზე წინა წლის ზაფხულშიც იმართებოდა და ორი წლის წინ ნოემბერშიც, აქვს მტკიცებულება, რომ ეს ვიდეო მარტში არაა გადაღებული, მაგალითად?
„ვიდეოს შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ, რაც ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, იქ იყო მითითებული ვიდეოს გადაღების თარიღი, შემდეგ შინაარსიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელეთ, რომ აღნიშნული საუბარი ჩაწერილი იყო 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით", - პასუხობს გამომძიებელი.
ადვოკატი: რის შესახებ მიიღო ინფორმაცია? მან მიიღო ცნობა, რომ ეს ვიდეო იყო გამოქვეყნებული და არა იმაზე, როდის იყო გადაღებული, მისი ჩვენების საფუძველზე ამას როგორ გვიმტკიცებთ?
პოლიციელი: ვთქვი უკვე
ადვოკატი: თქვენ ხომ შეგეძლოთ დაგედგინათ ვიდეოს ზუსტი გადაღების დრო? იქ ვიდეოში ჩანან სხვებიც და ხომ შეგეძლოთ გეკითხათ, როდის იყავით აქციაზე?
პოლიციელი: საჯარო სივრცეში, სადაც მიდის გადაღება, იღებენ ტელევიზიები, ტელეფონები, დაგვეკითხა ადამიანი, რომელმაც არც შეხედა მათ საუბარს, როგორ უნდა დაედგინა, როდის მოხდა
მოსამართლე კითხვას უზუსტებს
პოლიციელი: პრიორიტეტს წარმოადგენდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება... დაოქმდა და გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი,
ადვოკატი: ბრალად რა აქვს წარდგენილი ვეფხია კასრაძეს იცით... ვეფხია კასრაძის მიერ რა სიტყვა იყო ნათქვამი ან რა მიანიშმებს იმას, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციაზე რაიმე კანონსაწინააღდეგო ქმედების ჩადენას აპირებდა
ვეფხია კასრაძე: რით ადასტურებთ, რომ ჩვენი საუბარი იყო
პოლიციელი: ექსპერტიზით
ამის შემდეგ კითხულობს ვიდეოდან ამოშიფრულ წინადადებებს:
პოლიციელი: „ერთი 200 კაცი დახვდი და ჩახოცეთ" - ამით დასტურდება ჯგუფურობა, ახსენებენ მამა დავითის ეკლესიას, რომელიც არის რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და ალბათ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ადგილია.
... მათი საუბრიდან ირკვევა, რომ შერჩეული აქვთ ლოკაცია, კონკრეტული ოჯახის წევრების და გეგმავდნენ დანაშაულის ჩადენას...
დაცვის მხარე ისევ კითხულობს, რა იციან, რომ ვეფხია კასრაძის ხმაა.
ყვირის ბრალდებული კასრაძე:
„რატომ არ დანიშნეთ, რატომ არ დანიშნეთ [გულისხმობს ხმაზე ექსპერტიზას] რატომ ვზივარ ციხეში, რატომ ვზივარ ციხეში",
„ხმას ნუ უწევთ“ - ამბობს პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი, მისი სახის მიმიკები აჩვენებს, რომ გაბრაზებულია.
ვეფხია კასრაძის მეორე ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე კითხულობს, დაათვალიერა თუ არა მოწმემ სრულად ვიდეო, სადაც მისი თქმით, კასრაძე-კაძელაშვილი არიან ასახულები.
გამომძიებელი ამბობს, რომ „დიახ".
მან დაუდასტურა ადვოკატს, რომ გარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზისა, სხვა რაიმე ექსპერტიზა არ დაუნიშნავს. „სხვამ თუ დანიშნა არ ვიცი", - ამბობს ის.
არჩილ ჭავჭანიძეს აინტერესებს, რის საფუძველზე ამბობს გამომძიებელი, რომ „ვიდეო, რომელიც დაათვალიერა, უწყვეტია“, იმის გათვალისწინებით, რომ მონტაჟთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
„ვიდეოს უწყვეტობა ჩანდა, როცა ჩავრთვე, ექსპერტი არ ვარ და დასკვნას ვერ დავდებ, თუმცა კადრთა ერთიანობით და საუბრით იკვეთებოდა, რომ არ იყო მოჭრილი და მიკერებული კადრები", - ამბობს ლევან ბასილაძე.
მომდევნო კითხვაა, სად არის ორიგინალი ვიდეო, პირველწყარო და არის თუ არა ეს ვიდეო, რომელიც შეისწავლეს ორიგინალი.
„ვიდეო, რომელიც გადმოწერეთ იმედის ფეისბუქიდან არის თუ არა ორიგინალი", - სვამს კითხვას ადვოკატი.
მოწმე: „ორიგინალი არის შეფასებითი კატეგორია, თქვენ ნუ მეტყვით ვინ გადაიღო მაგას ვერ გიპასუხებთ.. გადამღები აპარატი რითაც გადაიღეს იქიდან არის თუ არა გამოთხოვილი ვერ გიპასუხებთ, მე შემიძლია გიპასუხოთ რომ გამოთხოვილია იმედიდან და დათვალიერდა
ადვოკატი: როგორ გამოითხოვეთ
მოწმე: დათვალიერება ჩატარდა საჯარო სივრცეში დადებული ვიდეო იყო, არ საჭიროებდა სასამართლოს განჩინებას
მოწმე იმეორებს, რომ დაასრულებინონ, უყურებს მოსამართლეს, მოსამართლე არ აჩერებს ეს ნიშნავს, რომ ადვოკატს შეუძლია გააგრძელოს კითხვების დასმა.
- ფარულადაა გადაღებული აღნიშნული ვიდეო?
- ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თავისი სპეციფიკა აქვს....საჯარო სივრცეში, ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, აქციის დროს, ნებისმიერი, სოციალური ქსელების ბლოგერების თუ სხვა ადამიანების ტელეფონები იყო ჩართული და პირადი სივრცე ვერ დაირღვეოდა... ფარული საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობდა, საჯარო სივრცეა...
- არის თუ არა კერძო საუბარი?
- თქვენმა კოლეგამაც აღნიშნა, რომ ვიდეოს დროს უამრავი ადამიანი მოძრაობს იქ და მათ მოსთხოვა დამახსოვრება ვეფხია კასრაძის და კაძელაშვილის....
[ინტერპრეტაციას ნუ ახდენთ - აწყვეტინებს მოსამართლე]
აგრძელებს: კადრში ათობის, ასობით ადამიანი ჩანს და არ არის პირადი სივრცე... ეს არ ყოფილა პრივატული საუბარი.
ვეფხია კასრაძის ადვოკატი, არჩილ ჭავჭანიძე დაინტერესდა, თუ იცის გამომძიებელმა ლევან ბასილაძემ საიდან გაჩნდა ვიდეოში ტიტრები. მოწმე ამბობს, რომ არ იცის.
„რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ ექსპერტიზა დაგენიშნათო?", - დაისვა კითხვა.
როცა ვამბობ მე არ ჩამიტარებია არ ნიშნავს, რომ საჭიროდ არ ჩავთვალეო.
პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი ეშველება: „დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე შეეძლოთ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა...მაგრამ იმიტომ არ ჩაატარეთ, რომ იცით საეჭვო არაფერი იყო
ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარის ვალდებულებაა მტკიცებულების სანდოობა დაუდასტურონ სასამართლოს.
ადვოკატი: თქვენ, როგორ დაადგინეთ, რომ ეს არის გადაღებული, ამა და ამ წელში, ამა და ამ რიცხვში? ანუ რა გითხრათ თქვენმა კონფიდენტმა
მოწმე: კონკრეტული თარიღი არ ყოფილა ნახსენები და გამოკითხული იყო ოპერატიული თანამშრომელი.
ადვოკატი: ეს არის თქვენი ვარაუდი, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით მონაკვეთშია გადაღებული
მოწმე: ეს არ არის ჩემი ვარაუდი, კონკრეტულ მტკიცებულებებს ეყრდნობა
კითხვებს სვამს, თორნიე გოშაძის ადვოკატი ნინო ლომინაძე. ის დაინტერესდა, ვინ განსაზღვრავს პრიორიტეტეს საგამოძიებო უწყებაში და ვინ განსაზღვრავდა ამ საქმეზე პრიორიტეტებს.
გამომძიებელი მოწმე პასუხობს: „ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა, შესაბამისად პროკურორები, ჩვენ გვყავს ხემძღვანელობა, საგამოძიებო დანააყოფილს ხელმძღვანელი და შეთანხმებულად პროკურატურასთან, ხელმძღვანელობასთან და საქმის გამომძიებელთან ერთად...
ნინო ლომინაძე: თქვენ რადგან სქრინი გააკეთეთ, ანუ ეს სქრინი საქმისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნიეთ ჰო?
გამომძიებელი: დიახ
ადვოკატი: მათზე ასახული პირების იდენტიფიცირება მნიშვნელოვნად არ მიიჩნიეთ?
გამომძიებელი: შეიძლება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ პრიორიტეტი შინაარსი იყო
ფორუმი