ახლა ადვოკატი ნინო ლომინაძე თორნიკე გოშაძის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით უსვამს მოწმე გამომძიებელს ლევან ბასილაძეს კითხვებს:
„როდესაც მიხვედით თორნიკე გოგსაძესთან სახლში, რატომ გახდა საჭირო, რომ იმის ნაცვლად რომ პოლიციელებს პოლიციელების ფორმა ცმოდათ, მათ GWP-ს ფორმა ეცვათ?
გამომძიებელი: ეს ასე არაა, პოლიციელები პოლიციელების ფორმებით იყვნენ წარმოდგენილები. თქვენ მეუბნებით რომ საგამოძიებო მოქმედებაზე მივედი და GWP-ის ფორმა მეცვა?
ადვოკატი: GWP - ის ფორმა გეცვათ თუ არა?
გამომძიებელი: არა არ მეცვა, პოლიციის დეპარტამენტის ფორმა მეცვა
თორნიკე გოშაძის დედის მარიზი კობახიძის წამოძახილი დარბაზიდან: „მერე ჩაიცვით"
თორნიკე გოშაძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საქართველოს დროშა. ადვოკატი ნინო ლომინაძე ეკითხება გამომძიებელს, რომელიც მონაწილეობდა გოშაძის სახლის ჩხრეკაში, რატომ ამოიღეს საქართველოს დროშა.
- რა ამოიღეთ?
- ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დროშა
- დროშა კანონსაწინააღმდეგო ნივთია?
- დროშა არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ნივთს, მაგრამ საჭირო იყო იმ ტანსაცმელებლად ერთად ამოგვეღო, რათა დაგვემტკიცებინა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თორნიკე გოშაძე აქციაზე.
- რა სახის იყო დროშა? რა ფერის? რომელი ქვეყნის?
- რამდენადაც მახსოვს საქართველოსი და უკრაინის
კითხვებს სვამს ბრალდებული თორნიკე გოშაძე.
- ბატონო ლევან, გქონდათ თუ არა ვიდეო გადაღება ჩართული, როდესაც შემოხვედით
- კი, რამდენადაც მახსოვს
- რატომ არავინ გააგფრთხილეთ ეზოში რომ შემოხვედით?
- დაკავების დროს წინასწარ არ ვაფრთხილებთ ხოლმე
- რაში დაგჭირდათ ტყუილი, როდესაც შემოხვედით ეზოში, რომ იყავით წყალკანალის სამსახურიდან და არა პოლიიდან?
- არ მითქვამს.
- საქართველოს დროშას, რომელიც ამოიღეთ რაიმე ძალადობრივი წარწერა ჰქონდა?
- არ მახსენდება შინაარსი, თუმცა რაღაც წარწერები მქონდა
- ახლაც ხომ არ გაქვთ სურვილი სახეში შემომარტყათ, როგორც განყოფილებაში?
- მსგავსი სურვილი არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს
თორნიკე გოშაძემ კითხვების დასმა დაასრულა.
„რას ნიშნავს თქვენთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია", - ამ კითხვას სვამს ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე, მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ლევან ბასილაძემ თქვა, რომ „მამა დავითის ეკლესია რუსთაველის მიმდებარედაა".
რევას აჭარაძე დაინტერესდა, საგამოძიებო მოქმედებისას დათვალიერების ოქმში ის ტექსტი გადმოიტანა, რაც ვიდეოში ისმის, თუ პირდაპირ ტიტრებიდან ამოწერა.
მოწმე პასუხობს, რომ დათვალიერების ოქმში ამოწერილ ტექსტში ფრჩხილებში მოცემული დამაზუსტებელი სიტყვები მისი დაწერილი არაა.
კაძელაშვილის ადვოკატის თქმით, ვიდეოში მესამე კაციცაა და სთხოვს მოწმეს შეფასებას, არის თუ არა ეს კაცი რაიმე შემხებლობაში ამ დანაშაულთან.
[პროტესტია, შეფასებას ითხოვსო]
დაზუსტებული კითხვა: მესამე მამაკაცს ამ ვიდეოდან გამომდინარე რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი?
გამომძიებელი: დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთა მხოლოდ ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის შემთხვევაში
ისევ ადვოკატი: დათვალიერების ოქში წერია, რომ მესამე პირი საუბარში ერთვება და ამბობს: ახალ წლამდე მოვითმინოთო.. ვინ არის ეს მესამე პირი, ჩართულია თურმე და უნდა რომ მოესწროს
გამომძიებელი: გამოძიების შედეგად ვინც დადგინდა....
ადვოკატი: ამ მესამე პირის დასადგენად რაიმე ჩაატარეთ?
გამომძიებელი: ჩემს მიერ არა.. მე ჩავატარე ვიდეოდათვალიერება...
ფორუმი