„თავ-ყბა ჰქონდათ დასიებული და დახეთქილი და ასეთ ადამიანებთან მივიდნენ და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, დღესაც არ გვაძლევენ სამედიცინო ბარათს", - ამბობს დიმიტრი ვარდიაშვილი.
ახლა დასკვნით სიტყვას ამბობს დავით ლომიძის ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი. ის საუბარს იწყებს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ „დაკონკრეტება არ ჰქონია, გამოძიების დაწყებისას მოქმედება არ ყოფილა განმსაზღვრელი". აქედან ერთ საათში გამომძიებელი ჩხიკვაძე კოლეგა პოლიციელთან ბერუაშვილთან ერთად ატარებს საგამოძიებო მოქმედებას - შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. იმ დროს აქცია ისევ მიმდინარეობს.
იმ მომენტისთვის ლომიძე და ზასოხაშვილი უკვე არიან დაკავებულები ადმინისტრაციული წესით და ზაჰესის იზოლატორში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან 10 წუთში გამომძიებელი გურამ გიორგაძე ატარებს რუსთაველის გამზირის დათვალიერებას.
ადვოკატის თქმით, 2024 წლის 2 დეკემბრამდე სხვა რაიმე მნიშვნელოვანი მოქმედება გორგაძეს და ჩხიკვაძეს არ განუხორციელებიათ, გარდა ადგილის დათვალიერებისა.
„ვერაფერს პოულობენ და ჩიხში შედიან, ეს საქმე არის თეთრი ძაფით შეკერილი, 2 დეკემბერს ჩნდება ინფორმაციები, რომელსაც ამ პირების წინააღმდეგ იყენებს ბრალდების მხარე", - ამბობს ვარდიაშვილი და გადადის პატაკზე, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის გამოძიებას.
ის სვამს კითხვას, საიდან იცოდა პატაკის ავტორმა ბრალდებულების პირადი ნომრები. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონფიდენტისა და სანდო წყაროს არსებობას, რაც პატაკის შედგენის საფუძველი გახდა.
[გაგრძელება კომენტარის პასუხებში]
მას მოჰყავს მაგალითად საქმე, სადაც ბრალდებულის წინააღმდეგ იყო დაზარალებულების ჩვენება და ამოცნობის ოქმი და მიუთითა, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ისინი. ამის საფუძველზე მოუწოდა ნინო გალუსტაშვილსაც ანალოგიურად მოიქცეს.
ასრულებს ვრცელ სიტყვას ადვოკატი, რომელიც ძალიან ბევრ ტექნიკურ და პროცედურულ საკითს შეიცავს, ზოგიერთს გადაახტა კიდეც, ხომ გაქვთ დაწერილი და წავიკითხავო, უთხრა ნინო გალუსტაშვილმა.
„გთხოვთ მიიღოთ სამართლიანი გადაწვეტილება და დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ცნოთ უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალში", - ასე დაასრულა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა.
ფორუმი