ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ საქმეში „არ არსებობს ქიმიური ექსპერტიზა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა". მისივე თქმით, ამ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდებოდა.
ადვოკატის თქმით, მოწმე თქვა, რომ სახით და ტანსაცმლით ამოიცნო, ვიდეოჩანაწერში კი საერთოდ არ ჩანს, ამოღებული ტანსაცმელი კი მოწმის მიერ ნათქვამისგან განსხვავებულია. „იტყუება ადამიანი", - ამბობს ირაკლი აბსანძე. ის ფიქრობს, რომ მოწმეები სუბიექტურები იყვნენ და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.
ის იხსენებს მოწმის ნათქვამს, რომლის თანახმადაც მან დაინახა ერთ-ერთი ბრალდებულის წვერი. კითხვაზე იყო თუ არა ხილვადობის ხელის შემშლელი ფაქტორები, მან განაცხადა, რომ არა. ადვოკატის თქმით, საპირისპირო ჩანდა ვიდეოზე.
ადვოკატი ამბობს, რომ ზასოხაშვილის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებას ბევრი ხარვეზი აქვს, მათ შორის უცნობია, როდისაა გადაღებულია, აქვს თუ არა მონტაჟის კვალი და ა.შ.
დასკვნით სიტყვას ამბობს თემურ ზასოხაშვილის ადვოკატი, ირაკლი აბსანძე. ის იწყებს ამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და საქმის მასალებში არსებული ჩვენებების მიმოხილვას. მათ შორის ყურადღებას ამახვილებს ამოცნობის ოქმებზე, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალის წარდგენასა და დაკავებას.
ის ამბობს, რომ პატაკი, რომელსაც საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია, ირიბი მტკიცებულებაა და არ შეიძლება მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
ის ამბობს, რომ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაბალი სანდოობა აქვს.
ბადრაგებმა შემოიყვანეს ბრალდებულები: დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი. ისინი ესალმებიან ახლობლებსა და მეგობრებს, რომელთა შორიდან ნახვის შესაძლებლობაც დღეს მიეცათ.
ფორუმი