Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ანტონ ჩეჩინის საქმეს თბლისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს
ანტონ ჩეჩინის საქმეს თბლისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს

ანტონ ჩეჩინის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)

გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეებზე ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს დასრულდება ჩეჩინის დაკითხვა და დასკვნით სიტყვას იტყვის - შმაგი გობეჯიშვილი. ის იყო ახობაძის პროკურორიც. ლაივბლოგზე მუშაობს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

12:48 7.8.2025

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს უნდა ეთქვა დასკვნითი სიტყვა. დაცვის მხარემ მოითხოვა ხვალინდელი პროცესის გადადება, რადგან მომზადებულიყო დაკვნითი სიტყვის თქმისთვის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურორი დასკვნით სიტყვას ხვალ იტყვის და შემდეგ სხდომაზე, 25 აგვისტოს 12:00 საათზე, წარდგება ადვოკატი დასკვნითი სიტყვით.

შემდეგი სხდომა 8 აგვისტოს, 12:00-ზე გაიმართება.

12:44 7.8.2025

დასრულდა დაცვის მხარეს მტკიცებულებების გამოკვლევა. სხდომა დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა. ახლა დასკვნით სიტყვას იტყვის, პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი.

12:32 7.8.2025

პროკურორი განაგრძობს ანტონ ჩეჩინის დაკითხვას:

- როდესაც პაკეტებზე ხელს აწერდნენ ის ადამიანები, იყო შანსი, რომ პაკეტიდან რამე გადმოვარდნილიყო?

- არა, პაკეტები ხელში ეჭირათ და ისე აწერდნენ ხელს, იქიდან ვერაფერი გადმოვარდებოდა.

12:27 7.8.2025

დამაზუსტებელ კითხვებს სვამს ანტონ ჩეჩინის ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე. ადვოკატი თხოვს ბრალდებულს გაიხსენოს თუ დაინახა პაკეტზე ლენტის მოძრობის მომენტი. ამაზე ბრალდებული პასუხობს, რომ არა, თუმცა დაინახა როგორ აწერდნენ ოქმებს ხელს გამომძიებელი და იქ მყოფი სხვა ადამიანები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG