Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ოლქსა და ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები კიევის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები კიევის ოლქში

8 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს კიევის ოლქზე. შეტევა შუაღამის შედეგ დაიწყო.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 წლის გოგო. დაზიანებულია 21 კერძო სახლი და საბავშვო ბაღის შენობა.

დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ცნობით, ხარკოვის სალტოვის რაიონში ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო საწარმოში. მერი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს. დაშავდა ორი ადამიანი.

შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ქალაქ ოდესაშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

განახლება: ოდესის სამხედრო ადმინისტრაციამ 8 აგვისტოს, დილით განაცხადა, რომ დაზიანდა საკანალიზაციო-გამწოვი სადგურის შენობა და ავტოგასამართი სადგური, რომლის ერთი თანამშრომელი დაჭრილია.

დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამაც. მისი ინფორმაციით, დაიჭრა ერთი ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე სახლი და არასაცხოვრებელი შენობები.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 104 დამრტყმელი და 8 რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 82 მოიგერიეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG