დღევანდელი სხდომა დასრულდა, შემდეგი პროცესი 18 აგვისტოს 12:00-ზე ჩატარდება. 22 აგვისტოსთვის ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.
მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილებას.
„მიმალვის საფრთხეზე სასამართლომ გააკეთა მკაფიო განმარტება, რომ არ არსებობს. შესაბამისად ახალი არგუმენტი არ წარმოუდგენია პროკურატურას და ამ საფრთხეზე აღარც იმსჯელებს და რაც შეეხება განმეორებით დანაშაულს - სასამართლო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მოცემულ საკითხს იხილავს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს"
[დიდი ამოოხვრა ისმის დარბაზში, ზვიად ცეცხლაძის მამაა. ბრალდებულები იღიმიან, ჩაილაპარაკეს, რომ „ასეც იცოდნენ". ]
აღკვეთის ღონისძიება უცვლელი დარჩა - რვავე დემონსტრანტი რჩება პატიმრობაში.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი აგრძელებს: “ერთი თვე დარჩა ჩვენი პროცესის დასრულებამდე და რადგან ვიცი, რომ არ შეიცვლება აღკვეთი მინდოდა მეთხოვა ერთი თვე მაინც გაგვეტარებინა ოჯახი წევრებთან ერთად.”
ვეფხია კასრაძის სიტყვა, რომელიც ეხება მის პატიმრობას და აგვისტოს ომს:
„ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ნებისმიერი ძალადობრივი მეთოდით სახელმწიფოს გადატრილების, დაწყებული ზვიად გამსახურდიან მთავრობის პერიოდიდან..
მე ბრძოლას გავაგრძელებ კონსტიტუციის ფარგლებში, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, მე გავაგრძელებ ბრძოლას, ვერაფერი გამაჩერებს. მე ქედს არ მოვიხრი მტრების წინაშე...
გუშინ მოვისმინე პრემიერის სამარცხვინო განცხადება, როგორც არ უნდა გძულდეს წინა პრეზიდენტი, არ შეიძლება შენი ქვეყანა დაადანაშაულო... მე სამაჩაბლოდან ვარ და ძალიან კარგად ვიცი, როგორ დაიწყო და როგორ გავნითარდა, ყველაფერი, საქართველოს ხელისუფლებას ომი არ წამოუწყია, იძულებული გახდა, რომ ჩაეტარებინა სპეცოპერაცია სიტუაციის განსამუხტად...
არც 7 და 8 აგვისტოს დაწყებულა, ერთი თვით ადრე დაიწყო, როცა ოსებმა გაიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა და პირველი ივლისიდან დაიწყო მასირებული შეტევები ქათულ ჯარზე და საქართველოს სოფლებზე. გაუსაძლისი იყო უკვე იქ მდგომარეობა, მოსახლეობა ვითხოვდით მიეღოთ ზომები და იძულებული გახდა მაშინდელი პრეზიდენტი და 7 აგვისტოს ღამე იყო, როცა მიმართა მშვიდობისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ და არ შეწყვიტეს. უკვე შეყვანილი ჰყავდათ ერთი თვით ადრე დაქირავებული ჯარები, დაიწყეს და დაამთავრეს კიდეც ძალიან ცუდად 20% გვაქვს დაკარგული.
აღარ ვუსურვებდი ჩვენს სამშობლოს ასეთ მოღალატე და სამარცხვინო ხელისუფლებას.".
ფორუმი