Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

დასკვნით სიტყვას იტყვიან დავით ხომერიკის ადვოკატები. შოთა თუთბერიძის ცნობით, ბრალდებული მუსიკოსი მზადაა, რომ თავადაც წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია. ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურაამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.

16:33 8.8.2025

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მოწმეებმა თქვენს, რომ ორი პირადი გასინჯვა ჩაატარეს. „მოიგონეს ახალი ტერმინი სიღრმისეული პირადი გასინჯვა, გიორგი ჯიქიამ, თქვა რომ პირველი გასინჯვა ჩაატარა თამარაშვილის ქუჩაზე, მეორე სიღრმისეული გასინჯვა კი უკვე კრიმინალურ პოლიციაში და მაშინ იპოვა მოლოტოვის კოქტეილებიო", - ამბობს ადვოკატი.

მისივე განცხადებით, გამოკითხვის ოქმში ის არც კი ახსენებს, რომ ორი მოქმედება ჩაატარა.

16:36 8.8.2025

აგრძელებს შოთა თუთბერიძე:

„თავად ხომერიკის ჩვენებაც კი, რომელიც იძულების წესითაა მოპოვებული და სრულად პოლიციის შემოქმედებაა, თავად ხომერიკის ჩვენების ოქმიც ამბობს, რომ ის ერთხელ გაჩხრიკეს.

მე არ ვფიქრობ, თქვენ გქონდეთ გაგონილი ასეთი რამე, რომ ჩხრეკის დროს ვერნაპოვნი ნივთი სიღრმისეული გასინჯვის შემდეგ იპოვეს და ორი საპროცესო მოქმედება დამაგრებული იყოს საქმეზე ერთი ოქმით... თავად ხომერიკის ჩვენებაც კი, აღწერს დაკავების ნაწილს და იძულების წესით მოპოვებულ ჩვენებაშიც ხომერიკი მიუთითებს ერთ პირად გასინჯვაზე".

16:41 8.8.2025

„თქვენ გჯერათ რომ მინიმუმ სამ პოლიციელს და მათ შორის ბრალდებულს დაავიწყდა, რომ ხომერიკს ჩაუტარდა ორი საპროცესო მოქმედება და არ ასახეს ოქმებში?", - სვამს კითხვას ადვოკატი და ამ ფორმით აჯამებს თავის ნათქვამს.

16:41 8.8.2025

შოთა თუთბერიძე ასაბუთებს, რატომ არაა ბრალდება და მისი შემადგენლობა სამართლიანი და დასაბუთებული.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნამ ცალსახად განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები იმ ფორმით, როგორც ის მოიპოვა პოლიციამ, არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას....

რაც შეეხება „სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშს" - სასამართლომ უნდა განმარტოს რას გულისხმობს კანონმდებელი ამ ნაწილში. არაერთხელ ვიკითხე და აღვნიშნე, რომ საწვავის ავზი მეც მაქვს ავტომობილში მოთავსებული, ერთადერთი განსხვავება, რომ ჩავთვალოთ, რომ ბრალდების მხარის ყველა ცრუ მოწმე სიმართლეს ამბობს და ყველა მტკიცებულება სწორი და სანდოა, ერთადერთი განსხვავება რაც ჩემსა და დავით ხომერიკს შორის არსებობს, არის ის, რომ ვითომ დავით ხომერიკის ნივთებში იპოვეს პარაფინის ქვა. მე რომ მივიდე და პარაფინის ქვა ჩავაგდო ჩემს ავზში წამიყენებს იგივე მუხლით ბრალს ვაჟა თოდუა?

სრულად უნდა გამოირიცხოს ამ დანაშაულის შემადგენლობაა", - ასკვნის შოთა თუთბერიძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG