Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, დანგრეულია 15-ზე მეტი შენობა


თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლი. 2025 წლის 11 აგვისტო
თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლი. 2025 წლის 11 აგვისტო

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომელიც 10 აგვისტოს საღამოს მოხდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბალიქესირის პროვინციაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიქაიამ გასულ ღამით განაცხადა, რომ ქალაქ სინდირგიში მაშველების მიერ სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი 81 წლის დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მინისტრის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 29 ადამიანი. დანგრეულია 16 შენობა.

6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევა თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში. 2025 წლის 11 აგვისტო
6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევა თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში. 2025 წლის 11 აგვისტო

6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 10 აგვისტოს, ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათისთვის მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის არაერთ ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და იზმირში.

თურქეთში, რომელიც სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთაზე მდებარეობს, მიწისძვრები ხშირია.

2023 წლის თებერვალში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასეულობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG