Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანში დევნილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა


სუდანის დასავლეთ დარფურის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება იქ მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაცია - აბუ შუკის საგანგებო რეაგირების ოფისი.

მათი ცნობით, თავდასხმა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ (RSF) განახორციელეს. ინტენსიური თავდასხმის ქვეშ მოექცა ახლომდებარე ქალაქი ელ-ფაშერიც. ეს ქალაქი არმიისა და მისი მოკავშირეების ბოლო მნიშვნელოვანი დასაყრდენია, რომლებიც ორი წელია ებრძვიან RSF-ს.

ამ კონფლიქტმა ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. გაერო აცხადებს, რომ ალყაში მოქცეული ელ-ფაშერის მოსახლეობას შიმშილობა ემუქრება.

სუდანის მედიის ცნობით, დევნილთა ბანაკი ელ-ფაშერისთვის ბრძოლისას ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოექცა. თუმცა ადგილზე მომუშავე აქტივისტების ცნობით აბუ შუკის ბანაკში, სადაც სულ მცირე 200 000 ადამიანი ცხოვრობს, ზოგიერთი საკუთარ სახლებში დახვრიტეს, ზოგი კი საჯაროდ მოკლეს.

აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელიც თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებსა და ვიდეოებს აანალიზებს, განაცხადა, რომ მან ბანაკის ჩრდილო-დასავლეთ უბნებში 40 მსუბუქი ავტომობილისგან შემდგარი დიდი ჯგუფი აღმოაჩინა, რაც, როგორც ჩანს, ადასტურებს ინფორმაციას, რომ თავდასხმა ჩრდილოეთიდან განხორციელდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG