მორიგ პაკეტში იზოლაციები დევს. პროკურატურის თქმით, ამით იყო შეკრული დაფასოებული ნარკოტიკი.
არტემ გრიბულს უკეთია სამედიცინო ხელთათმანები და მოითხოვს, რომ შეეხოს მტკიცებულებებს. ბადრაგები ამის უფლებას არ აძლევენ.
„თქვენ როგორც სასამართლოს არ შეგწევთ ძალა... [მოსამართლე შენიშვნას აძლევს] სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომ თქვას, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს და არა პირის შეხედულება", - ამბობს შოთა თუთბერიძე. მისი განმარტებით კანონის თანახმად, როგორც ბრალდებას ისე დაცვის მხარეს აქვს უფლება თანაბრად გამოიკვლიოს მტკიცებულებები.
არტემ გრიბული ისევ ითხოვს, რომ შეეხოს მტკიცებულებას, ამბობს, რომ ცუდი მხედველობა აქვს. ბადრაგები არ აძლევენ შეხების უფლებას არც მოსამართლე აძლევს ბრალდებულს ამის უფლებას.
„იქნებ უფრო ახლოს აჩვენოთ და დავასრულოთ ამ მტკიცებულების გამოკვლევა", - ამბობს გალუსტაშვილი.
ანასტასია ზინოვკინა მოითხოვს ნივთიერი მტკიცებულებები მათთან ახლოს მიიტანონ, რადგან თავადაც სურთ დაკვირვება და ნახვა.
ნერწყვის ნიმუშები - სტერილური ჩხირები დევს მუყაოს ყუთში, რომელიც თავის მხრივ თეთრ კონვერტშია ჩადებული.
ფორუმი