სხდომა დასრულდა, მორიგი პროცესი, ხვალ, 14 აგვისტოს 11:00-ზე
მომდევნო სხდომა ხვალ, 11:00-ზე გაიმართება. მოსამართლე ვარაუდობს, რომ ბრალდებულების დაკითხვასაც მოასწრებს დ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვასაც. მხარეები ფიქრობენ, რომ პროკურორის სიტყვა ვერ მოესწრება.
საბოლოოდ, ასე შეთანხმდა, ხვალ 2 საათამდე იმუშავებენ და მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებენ.
ბრალდების მხარის ნივთმტკიცებების გამოკვლევა დასრულებულია. ნუგზარ ჭიტაძემ თქვა, რომ ზოგადადაც, დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე გადადის.
ბოლო სპეცპაკეტში ანასტასია ზინოვკინას პასპორტი და საბანკო ბარათია დალუქული. ნივთმტკიცებების პაკეტებს ხელს არ აწერენ ბრალდებულები.
ფორუმი