გრძელდება ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 17 დეკემბერს თბილისში ერთად დააკავეს. საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ სახლში 16 გრამი ნარკოტიკი ალფა-პვპ იპოვეს. საქართველოს კანონმდებლობით ამ დანაშაულისთვის უკეთეს შემთხვევაში 20 წლამდე ციხეა, ცუდ ვარიანტში უვადო პატიმრობაც კი.
ანასტასია და არტემი ბრალს არ აღიარებენ და ცდილობენ სასამართლოში დაამტკიცონ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი „ჩაუდო“. დაკავებულები ამბობენ, რომ თბილისში მათ ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სჯიან .
საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. პროკურორი ნუგზარ ჭიტაძეა.
სხდომათა ყველაზე დიდ პირველ დარბაზში ტარდება.
სხდომის დაწყება იგვიანებს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს უკვე 35 წუთია ველოდებით
მოსამართლე შემოვიდა სხდომათა დარბაზში, შემოიყვანეს ბრალდებულებიც. ანასტასია ზინოვკინა მადლობას უხდის დამსწრეებს.
ფორუმი