Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (13/08/2025)

გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეზე. დღეს ნივთმტკიცებულებებს შეისწავლიან. რუსეთის მოქალაქეებს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერისთვის ისჯებიან.

11:15 13.8.2025

ანასტასიასა და არტემს შორის ერთი მანდატური ყოველთვის დგას, ისინი ბრალდებულებს შეხების უფლებას არ აძლევენ.

11:19 13.8.2025

პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე იწყებს დალუქული ნივთიერი მტკიცებულებების გახსნას ისინი სპეციალურ დიდ პარკებშია მოთავსებული.

უპირველესად, ჭიტაძე ხსნის ნარკოტიკის შეფუთვიდან აღებულ ანაწმენდებს, რომელიც სხვა ნივთიერი მტკიცებულებების მსგავსად საგულდაგულდაა დალუქული. პაკეტების გახსნის პროცესს აკვირდებიან ადვოკატები.

შემდეგი - ანასტასია ზინოვკინას ნერწყვის ნიმუში. პაკეტი იხსნება პროკურორის მიერ, გამოკვლევის შემდეგ ლუქავს სასამართლო.

11:20 13.8.2025

„არტემ გრიბულის ნერწყვის ნიმუში“, - ამბობს პროკურორი ჭიტაძე და მორიგ დალუქულ პაკეტს ხსნის.

11:22 13.8.2025

ნერწყვის ნიმუშები - სტერილური ჩხირები დევს მუყაოს ყუთში, რომელიც თავის მხრივ თეთრ კონვერტშია ჩადებული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG