Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (13/08/2025)

გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეზე. დღეს ნივთმტკიცებულებებს შეისწავლიან. რუსეთის მოქალაქეებს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერისთვის ისჯებიან.

11:50 13.8.2025

მორიგ პაკეტში ვარდისფერი პატარა ხელჩანთა დევს. ანასტასია ზინოვკინას სურს გაიხსნას დალუქული პაკეტი და ნახოს ის.

ჩანთაში დევს სიგარეტის კოლოფი, რამდენიმე ღერით. ადვოკატი კითხულობს, რატომ არის ერთადო. ნუგზარ ჩიტაძე განმარტავს, რომ „რადგან საქმისთვის საინტერესო არ იყო, ერთად მოათავსეს სიგარეტი და ჩანთაო".

11:51 13.8.2025

- რამდენი ღერია? კითხულობს ანასტასია ზინოვკინა. ითვლიან ღერებს, რის შემდეგაც ბრალდებული ამბობს:

„დანარჩენი ალბათ პოლიციელმა ირაკლიმ მოწია".

12:03 13.8.2025

ამჯერად გაიხსნა პაკეტი, სადაც ნარკოტიკული საშუალება იყო დალუქული.

კიდევ ერთ სპეცპაკეტში ელექტროსასწორი დევს. პროკურატურის ვერსიით, ამ სასწორზე წონიდნენ ნარკოტიკს ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ამ პაკეტში დევს სასწორიდან აღებული ანაწმენდიც.

„ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ ეს სითხე იდო სასწორთან ერთად, თუ ანაწმენდია ცალკე უნდა ყოფილიყო დალუქული", - ამბობს ადვოკატი.

ბრალდებულები კი ამბობენ, რომ ექსპერტიზის დროს წარმოდგენილ ფოტოებზე სხვა სასწორი იყო და ეს სხვა სასწორია.

12:06 13.8.2025

ბოლო სპეცპაკეტში ანასტასია ზინოვკინას პასპორტი და საბანკო ბარათია დალუქული. ნივთმტკიცებების პაკეტებს ხელს არ აწერენ ბრალდებულები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG