Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს რუს დიპლომატს


ესტონეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი პრილეპინი
ესტონეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი პრილეპინი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 13 აგვისტოს ტალინში, რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, დიმიტრი პრილეპინი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მან ქვეყანა უნდა დატოვოს.

ესტონეთის ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატი მონაწილეობდა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, საზოგადოების გახლეჩასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების ხელშეწყობაში.

„გაძევება - მკაფიო სიგნალია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კოორდინირებული და ორგანიზებული ქმედებების ადგილი არ იქნება“, - მოჰყავს ERR-ს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას სიტყვები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსეი ფადეევმა, განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებზე მუშაობს მომხდართან დაკავშირებით და გაძევებას „მტრული აქტი“ უწოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG