Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაია კალასი აცხადებს, რომ ტრამპის „გადაწყვეტილება“ უკრაინის ომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია


კაია კალასი
კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 16 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახვა, „უახლოეს დროში დაასრულოს ომი უკრაინაში, თუმცა აშშ-ის აქვს ძალა, რუსეთი აიძულოს, დათანხმდეს სერიოზულ მოლაპარაკებას”.

Reuters- მოჰყავს კალასის სიტყვები: „პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპის გადაწყვეტილება, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... პუტინი აგრძელებს მოლაპარაკებების გაჭიანურებას და იმედოვნებს, რომ ეს გაუვა. მან ანკორიჯი ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე დატოვა“, - ნათქვამია კალასის განცხადებაში.

„აშშ-ს აქვს ძალაუფლება, აიძულოს რუსეთი სერიოზულად მოლაპარაკებაზე. ევროკავშირი იმუშავებს უკრაინასთან და აშშ-თან“, - დასძენს ესტონელი პოლიტიკოსი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG