Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და უკრაინა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ღამეს დრონებით ესხმოდნენ თავს ერთმანეთს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედრო ცეცხლს უშენს რუსულ დრონს. დნეპროპეტროვსკის რეგიონი. 10 აგვისტო, 2025 წელი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედრო ცეცხლს უშენს რუსულ დრონს. დნეპროპეტროვსკის რეგიონი. 10 აგვისტო, 2025 წელი

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ღამეს, უკრაინაზე 85 რუსული დრონითა და „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები.

არსებული ცნობით, 61 დრონი განადგურდა. არმიის ინფორმაციით, თავდასხმა სუმის, დონეცკის, ჩერნიგოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ფრონტის ხაზზე განხორციელდა.

„12 ადგილას დაფიქსირდა რაკეტით, ხოლო 24 წერტილში დრონებით დარტყმა”, - ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ექვს რეგიონსა და აზოვის ზღვის არეალში 29 უკრაინული დრონი გადაიტაცეს. დრონების უმეტესობა როსტოვის ოლქში (10), სტავროპოლის მხარეში (9) და კურსკის ოლქში ჩამოაგდეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG