არტემის თქმით, 5-10 მეტში იდგა ტაქსი, რომელიც გამოიძახეს, აღწერილობის თანახმად და ამ დროს იგრძნო, რომ ვიღაცას ხელები მოკიდა.
„ამ ხელებით მიმიყვანეს მიჯრით მანქანაზე, მიმაჭყლიტეს, ჩემი პირველი აზრი იყო, რომ ჩემმა მეგობრებმა უშნოდ იხუმრეს.. ერთი წამის შემდგომ მითხრეს - არ გაინძრე, პოლიციაა. ამისი შემოწმება რთული იყო... ორმა კაცმა ხელები ჩამჭიდა, მათ პოლიციის ფორმა არ ეცვათ... კაცი, რომელმაც მარცხენა ხელზე მომკიდა ხელი არც ისე მაღალი იყო, თმა არ ჰქონდა თავზე..მარჯვენა მხარეს კაცი იყო ხანშიშესული, არც ისე უპრიანად ჩაცმული, მისი სახელი და გვარი არ ვიცი, სასამართლოზე ის არ მოსულა. ამ მხცოვანმა მითხრა, რომ ზედმეტად არ მემოძრავა, ის საუბრობდა რუსულ ენაზე... გავიგე, რომ იგივე ხდებოდა ნასწიასთან. მე გავიგე, როგორ დაიწყო ყვირილ ნასტიამ, რადგან მას შეეშინდა... მივხვდი, რომ მასთანაც იგივე ხდებოდა, რაც ჩემთან".
„ნასტია ყვიროდა და შველას ითხოვდა, ნასტიას გარშემო მე მესმოდა მამაკაცის ხმები, ქალის ხმა არ გამიგია... აი, რა მოხდა შემდეგ... როცა მე მითხრეს, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, საბუთები მოვთხოვე... მათ მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი და მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავით.. მე საბუთებს ვითხოვდი, ხანშიშესულმა კაცმა მითხრა, რომ დაჯექი მანქანაში და ჩვენ გაჩვენებთ საბუთებს... მივხვდი, რომ არჩევანი არ მქონდა და დავთანხმდი"
არტემის ჩვენების თანახმად, სახლიდან 17 საათსა და 20 წუთზე გამოვიდნენ. იქამდე სანამ ტაქსიში ჩასხდებოდნენ და სითი მოლისკენ წავიდოდნენ ორი ნაბიჯის მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტეს, იყიდეს სიგარეტი და შოკოლადის რძე, ამ დროს ბოლტის აპლიკაციით ანასტასიას უკვე გამოძახებული ჰყავდა ტაქსი.
„როცა ანასტასიამ მოუკიდა სიგარეტს მან მიიღო შეტყობინება, რომ ტაქსი მოვიდა... იქ ბევრი მანქანა იყო და ძნელად გაირჩეოდა, რომელი იყო ჩვენი ტაქსი, დრო იყო 17:20, 17:30....", - ამბობს არტემი.
მისივე თქმით, ტაქსის მარტივად მოსაძებნად გაიყვნენ და სხვადასხვა მხარეს წავიდნენ.
არტემ გრიბულის თქმით, 2024 წლის 17 დეკემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, რაც ნიშნავს ადგომას და სამუშაო გამიდასთან დაჯდომას. მისი ცნობით, 17 დეკემბერს ბინის მეპატრონისთვის ქირა უნდა გადაეხადათ, რომელცი დღის ოთხი საათისთვის უნდა მოსულიყო. ბინის გადასახადი ბანკიდან უნდა გამოეტანა ანასტასიას და ის ამ მიზნით ბინიდან გავიდა.
არტემის მონაყოლის თანახმად, ბინის მეპატრონე ქალი მართლაც მოვიდა, გაუღეს კარი და შეიპატიჟეს, რადგან მასთან „საკითხები ჰქონდათ გასავვლელი". მას შეატყობინეს, რომ „საქართველოს ტოვებდნენ და ეს იყო მათი ბოლო გადასახადი".
არტემის თქმით, ლათინურ ამერიკაში მიდიოდნენ. ამის გარდა, ბინის მეპატრონეს საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ჰკითხეს.
„ჩვენ ერთ აზრზე დავრჩით სამივე, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა".
არტემმა და ანასტასიამ ჰკითხეს ბინის მეპატრონეს, დადიოდა თუ არა აქციებზე, რაზეც პასუხად მიიღო, რომ „თუ ასე გაგრძელდებოდა, გავიდოდა აქციაზე".
არტემის თქმით, მუშაობა გააგრძელა და რაღაც დროის შემდეგ ანასტასიასთან ერთად მაღაზიაში წასვლა განიზრახა, რომელიც საბურთალოს სითი მოლში იყო.
„მოვიცვი მსუბუქი მწვანე ფერის ქურთუკი, არ ვაპირებდი ქუჩაში დიდი დროის გატარებას. თბილი კურთუკი თეთრი ფერის მაქვს და ამ ქურთუკით საქართველოში მხოლოდ იმ დროს დავდიოდი, როცა საპროტესტო აქციებს ვესწრებოდი...
ძალიან საინტერესოა, რომ პოლიციელები რომლებიც აქ მოდიოდნენ ამბობდნენ, რომ მე მეცვა თეთრი ქურთუკი, ვვარაუდობ, რომ პროკურორმა მას აჩვენა პროტესტის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც მე თეთრი ფერის ქურთუკი მაცვია და ეს დაამახსოვრდათ", - აცხადებს არტემი.
იწყება არტემ გრიბულის დაკითხვა. მან სამოქალაქო ფიცი დადო და ამბობს: „მხოლოდ სიმართლეს მოგახსენებთ".
პირველი კითხვებს დაცვის მხარე დასვამს, რადგან ბრალდებული თავისთავად, დაცვის მხარის მოწმეა და არა ბრალდების.
ფორუმი