Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (19/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს დაიკითხება ბრალდებული არტემ გრიბული. ზინოვკინა-გრიბულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

15:14 19.8.2025

ის ამბობს, რომ ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემდეგ, თარჯიმანი მოითხოვდა, რომ აუცილებლად მოეწერა ხელი. მას ახსოვს, რომ ნარკოტიკები, სადაც მოათავსეს, ის პაკეტი დალუქული არ იყო და გვერდით იდო.

15:12 19.8.2025

არტემი ამბობს, რომ თარჯიმანმაც ჰკითხა - რა იყო ეს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მარჯვენა მხარეს მჯდომი ადამიანითვის ეკითხათ, რა იყო. მისივე თქმით, ეს შეკვრები მწვანე პლასტირით იყო გადახვეული და ოთხივე ზიპ პაკეტში გადაახვიეს. ამის შემდეგ გამომძიებელმა „რაღაცის წერა დაიწყო".

„თარჯიმანმა მითხრა, რომ მას ნარკოტიკები აღმოუჩინეს, უნდა ითანამშრომლოს, თორემ ცუდად ექნება საქმე, მითხრა, რომ თუ არ ვაღიარებდი, მაქსიმალურს მომისჯიდნენ, გამომიებლებმა სწრაფად შეავსეს ოქმი, ხელში ეჭირა ტელეფონი, ჯემალიმ მიაწოდა მას გასაღები და ხურდა ფული, რაც იქამდე ამოიღეს, მაჩვენეს ოქმი და მითხრეს ხელი მომეწერა, ამ ყველაფერს თარჯიმანი მეუბნება", - ამბობს გრიბული და ამატებს, რომ თარჯიმანს მისთვის ოქმი არ გადაუთარგნია. მან ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

„მე მივხვდი, რომ იქ დაწერეს, რომ ეს ჩემი ნარკოტიკები იყო და მე ამას არ ვეთანხმებოდი, სიმართლე გითხრათ, ვიმედოვნებდი, რომ ეს არ იყო ნარკოტიკები და ჩემი შეშინება უნდოდათ. მე ხელი არ მოვაწერე, მითუმეტეს ჩემთვის არავის გადაუთარგმნია", - ამბობს ბრალდებული.

15:08 19.8.2025

არტემ გრიბული ამბობს, რომ თავად წყნარად იყო, რასაც ვერ იტყვის პოლიციელებზე. - მას შემდეგ, რაც ჯიბეები გაუჩხრიკეს, ქურთუკის გახსნა მოსთხოვეს.

[მელოტი პოლიციელი, არტემის თქმით, ჯემალ მირაზანაშვილია]

არტემი დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებდა ის, მას შემდეგ რაც ქურთუკი გადავეცი.

„კაცი ჩემს გვერდით[ვინაობა არ იცის] განერვიულდა. მან მითხრა, როცა ქურთუკისკენ გავიხედე.. მუჭი მაჩვენა, დამემუქრა,[ გინება სექსუალური შინაასის შემცველი] მან ჩემი ხელები ხელებში მოაქცია და სახეში მიყურებდა, შოკში ჩავვარდი... სადღაც ხუთ წუთსი ჯემალ მირაზაშვილმა ქურთუკი უკან დამიბრუნდა, მე ვიფიქრე, რომ ის ჩხრეკდა.... მე ჩავიცვი.. შემდგომ ვისხედით მანქანაში, დიდხანს, სადღაც 20 წუთი ზუსტად, მე ვიჯექი და ვუხსნიდი, რა მოხდებოდა შემდგომ და ჩემთან საუბარს არ აპირებდნენ, ვეკითხებოდი, მაგრამ პასუხი არ გამცეს, მითხრეს, რომ უნდა გავჩუმებულიყავი".

არტემ გრიბულის თქმით, ლოდინის შემდეგ მოვიდა თარჯიმანი, ანაიდა საფარიანი, რომელიც დაჯდა მძღოლის ადგილას, გამომძიებელი კი წინა მგზავრის ადგილას, „შემდეგ ძალიან საინტერესო ამბები დაიწყო".

„თარჯიმანი არაფერს თარგმნიდა იმდენად, რამდენადაც გამომძიებელი თვითონ საუბრობდა რუსულად და რაც იყო საჭირო, მესაუბრებოდა. ანუ გამომძიებელმა მმითხრა, რომ ახლა ჩატარდება შენი ჩხრეკა და არის ეჭვი, რომ შენ ხარ ნარკომანიო. მე ვუთხარი - კი ბატონო. ძალიან საინტერესო მომენტია, რომ მე არაფერი მაქვს. ანუ როცა გამომძიებელი და თარჯიმანი დასხდნენ მანქანაში, ჩემს გვერდზე მჯდომები წყანარად იყვნენ.

გამომძიებელმა ქართულ ენაზე უთხრა რაღაც და ჯემალ მირაზაშვილმა ჩაატარა ყველაზე სწრაფი ჩხრეკა...ქურთუკი გაწია და ჩემი შიდა ჯიბიდან ამოიღო ხელსახოცში გახვეული ოთხი რაღაც შეკვრა.. ყველაზე სასაცილო იყო, რომ გამომძიებელმა მკითხა - რა არის ეს? ამ მომენტამდე მე წყნარად ვიყავი, ვფიქრობდი, რახან მიტინგებზე დავდიოდი.... ყველაზე ცუდი სცენარი იყო, რომ საზღვარზე გამიყვანდნენ და საქართველოს დამატოვებინებდნენ და ვიყავი მშვიდად

სიმართლე გითხრათ ამ მომენტისთვის შემეშინდა, მე არასოდეს ნარკოტიკთან შეხება არ მქონია, მაგრამ გამიგონია, რომ მაღალი სასჯელია.. ეჭვი მქონდა, რომ ცუდად იყო საქმე, გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის ნარკოტიკი ჩაედოთ.. მე მათ ვუთხარი - მე მიმაჩნია, რომ მე არ მეკუთვნის და ამ ნარკოტიკებზე კითხვები უნდა დაუსვათ ბატონ ჯემალს და გვერდზე მჯომზე მივუთითე..

გამომძიებელმა ეს შეკვრები აიღო და ხელსახოცი ფანჯრიდან გადააგდო. ერთ ხელში ეჭერა შეკვრა ნივთიერებებით და პლანშეტი...გადაატრიალა პლანშეტი და დადო... ერთ-ერთი შეკვრა აიღო, შავი ფერის პლანშეტის უკანა მხარეს ერთ-ერთი შეკვრა გადაჭრა, გადმოიყარა თეთრი ფხვნილი, ხელით მოსინჯა და თქვა - რა არის ესო?".

14:57 19.8.2025

ის ამბობს, რომ არ იყო შეშინებული, რადგან „არაფერი უკანონო ჩაუდენია და მათი არ უნდა ეშინოდეს".

მისი თქმით, წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავისუფლად მივიდა მანქანასთან, „ხელების გაკავების გარეშე".

არტემი იხსენებს, რომ მანქანა სადაც ჩააჯინეს, იყო ძველი და მწვანე ფერის, უკანა მხარეს ფანჯრები იყო დაბურული, სედანის მარკის ავტომობილი, პოლიციის ნიშანი არ ჰქონდა. ბრალდებულის მონაყოლის თანახმად, დააჯინეს უკანა სავარძელზე.

„მელოტმა კაცმა ჩამაჯინა და დაჯდა ჩემს გვერდით, მოხუცმა კაცმა კი შემოუარა მანქანას და გააღო წინა მგზავრის კარები, ამოიღო თავისი საბუთი და მაჩვენა მე ვერაფრის წაკითხვა ვერ მოვასწარი, უბრალოდ დავაფიქსირე, რომ პოლიციელი იყო, მე ჩავთვალე, რომ კი პოლიციაა", - ამბობს ის.

ის ამბობს, რომ ხანშიშესული პოლიციელი გადმოვიდა წინა სკამიდან და დაჯდა მის გვერდით, მარჯვენა მხარეს, ის ერთადერთი იყო, ვინც რუსულად საუბრობდა და „დაიწყო ბრძანებების გაცემა".

„პირველ ჯერზე მაჩვენეს, როგორ უნდა დამედო წინა სავარძელზე ხელები. შემდეგ უცნაური კითხვების დასმა დაიწყო. პირველი კითხვა იყო - გაქვს შპრიცი? გამეცინა, საიდან უნდა მქონდეს-მეთქი, შემდეგ ანალოგიური, გაქვს თუ არა დანა, იარაღი, კანონსაწინააღდეგო, რა თქმა უნდა, მე უარით ვუპასუხე. შემდგომ ეცადნენ, რომ გავეჩხრიკე, ქუჩაში ჯერ კიდევ ნათელი იყო, ჯერ ჩასასვლელად არ იყო მომზადებული და არც განათება არ იყო ჩართული.. ძალიან საინტერესო ჩხრეკა იყო.. ამომიღეს ქურთუკიდან რამდენიმე ლარი, ზევიდან მოხდა ეს ყველაფერი, შარვალზე ხელები დაარტყეს და მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ტელეფონი.

შეხედა ტელეფონს და წინა მგზავრის სავარძელზე დადო, მეორე მხარეს ამ მომენტისთვის მეორე პოლიციელი მჩხრეკდა და მარცხენა ჯიბიდან ამომიღო გასაღები...მე ვნერვიულობდი ნასტასიაზე, დავინახე, რომ ისიც მანქანაში ჩასვევს, მე ვცდილობდი გამეხედა, რა ხდებოდა ნასტიას მხარეს, ყველაფერი რიგზეა თუ არა. მოხუცი ადამიანმა მითხრა, რომ არ შეიძლება და მაჩვენა მუშტი".


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG